69 წლის ასაკში ქართველი მუსიკოსი მამუკა ჩარკვიანი გარდაიცვალა. 1995 წლიდან მამუკა ჩარკვიანი აქტიურად გამოჩნდა მუსიკალურ სცენაზე. მისი რეპერტუარის დიდი ნაწილი მამის, ჯანსუღ ჩარკვიანის ლექსებზე შექმნილ სიმღერებს მოიცავდა.
მამუკა ჩარკვიანს მიღებული აქვს სიმღერის ფესტივალ „ლიგას“ პირველი პრემია – ნომინაცია ქართული ტრადიციული სიმღერა – სიმღერისთვის „მწვანე რტოები“ (1996), XX საუკუნის საუკეთესო სიმღერის პრიზი სიმღერისთვის „მაღლა და მაღლა“ (1999), ოქროს დისკი ნომინაცია – წლის საუკეთესო სიმღერა – სიმღერებისთვის: „ჩემი აღარა ხარ“, „გაზაფხული, „აპრილი“ და „დედის ჯერი“. 2014 წლის 10 მაისს, ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ გაიხსნა მამუკა ჩარკვიანის ვარსკვლავი.
2014 წლის 10 მაისს, ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ გაიხსნა მამუკა ჩარკვიანის ვარსკვლავი.
კოლეგები პატივს მიაგებენ მამუკა ჩარკვიანის ხსოვნას და ყველასთვის საყვარელ მუსიკოსსა და კომპოზიტორს სოციალურ ქსელში ემოციური სტატუსებით ემშვიდობებიან.
ლაშა ღლონტი:
„ფერისცვალებას ფერი იცვალა გენიოსმა და დარჩა ლეგენდის შესასვლელში სამარადჟამოდ, ვიდრე საქართველო იარსებებს!!!!“

აჩიკო ნიჟარაძე:
„ყველასგან განსხვავებული, თავისი სიმღერით, სიტყვით, ნიჭით, კაცობით, მეგობრობით , ეს არის ჩემთვის მამუკა ჩარკვიანი
ძალიან დააკლდება ჩვენს ქვეყანას ეს უმაგრესი კაცი.
მამუკას დაწერილი და ნამღერი სიმღერები სამუდამოდ ჩაიწერა ისტორიაში “

ოთო ნემსაძე:
„უდიდესი კაცი წავიდა …
ყველა შეხვედრა და ყოველი ბგერა უდიდესი პატივი იყო
ნახვამდის
ვუსამძიმრებ სრულიად საქართველოს “

ნიკოლოზ რაჭველი:
მამუკა ჩარკვიანი… ნიჭი, სიკეთე, სიყვარული…
მელოდია… სიტყვა… მემკვიდრეობა…
მარადიული ხსოვნის გარანტია მოიპოვა სიცოცხლეშივე!
ნათელში გვყავდეს ქართველებს! ამინ!
გია ბაღაშვილი:
„მამუკა ჩარკვიანი აღარ გვყავს!.. არც მის სახელსა და არც მის დიდებულ სიმღერებს დავიწყება არ უწერიათ!..
ღმერთმა გაანათლოს მისი სული “
ნინი შერმადინი:
„ჩამოთოვა ისევ იისფერი მთები…
მშვიდობით მაესტრო, ბედნიერი ვარ რომ მქონდა პატივი გიცნობდით ახლოს. მადლობა ყველაფრისთვის, მშვიდობით არა, ნახვამდის! ღმერთმა აცხონოს თქვენი სული… ძალიან მეწყინა
“
მაკა რაზმაძე:
„ჩემი უსაყვარლესი მამუკა აღარაა💔 ის ხმა და ის ძალა აღარ ჰქონდა, მაგრამ მაინც მიმღერა საბოლოოდ❤️ მიყვარხარ,მამუკა! განისვენე მშვიდად💔“
ანრი ჯოხაძე:
„წავიდა და დაგვიტოვა დიდი ტკივილი, დიდ მუსიკასთან ერთად.
მამუკა ჩარკვიანი “
წავიდა და დაგვიტოვა დიდი ტკივილი, დიდ მუსიკასთან ერთად. 💔 მამუკა ჩარკვიანი 💔🙏
Posted by Anri Jokhadze on ოთხშაბათი, 20 აგვისტო, 2025
ნათია ფანჯიკიძე:
„ძალიან მიჭირს ვდისტანცირდე და ისე შევაფასო მამუკა ჩარკვიანის ტალანტი, წვლილი და როლი ქართული სიმღერის უწყვეტობაში.
მამუკა მთელი ჩემი ბავშვობაა და ესეიგი მთელი ცხოვრება. მისი სიმღერა ხან გლოვაში მეხმარებოდა, ხან სიყვარულში, ხან ბალანსში. მაშინაც გვერდით იყო, საჯარო პოლიტიკის სცენაზე როცა გამოჩნდა ირაკლი. ის სირთულე და ჭუჭყი, რაც ამ სცენაზე ყოფნას საქართველოში ახლავს და სულს გიხუთავს, მისი სიმღერის მშვენიერებამ გააკეთილშობილა.
ეს სიმღერა იყო მამუკას საჩუქარი, ჰიმნი თავისუფალი დემოკრატებისთვის, გაზაფხულივით გამჭვირვალე და განახლების ძალის მომცემი. ჩემთვის მეტი ვიდრე მხოლოდ სიმღერა – მისი კვლავ გვერდით ყოფნის განცდით სიმშვიდე, ძალიან ახლობელი, ძალიან სანდო და საიმედო ვინმე დახუთულ ოთახში ფანჯარას რომ გამოაღებს და ჰაერს შემოუშვებს შენთვის.
მიყვარხარ მამუკა, მშვიდობით არა, ნახვამდის“
სტეფანე მღებრიშვილი:
„ამ სიმღერას სანამ გამოვუშვებდი, პირველი, რა თქმა უნდა, მამუკას მოვასმენინე.
10 წუთის მერე გადავურეკე და მაინტერესებდა რას ფიქრობდა… პატარა პაუზის შემდეგ მითხრა, პირველად მომადგა ცრემლებიო.
ასეთი ამოტრიალებული და ასეთი ჩემი სიმღერა პირველად მოვისმინეო.
რაც ჩაფიქრებული მქონდა, ისეთიაო ზუსტადო.
მისი სიმღერები და თვითონ ჩვენს გულებში დარჩება მუდამ.
ხელოვანებს ეს მისია აქვთ, თუ გამოუვიდათ, რჩებიან სამუდამოდ“, – წერს სტეფანე მღებრიშვილი.
ნატო გელაშვილი:
„ნიჭიერების გარდაცვალება სხვანაირად მტკივნეულია… მადლობა ღირსეული მეგობრობისთვის. მადლობა შენი საოცარი შემოქმედებისთვის. მშვიდად განისვენოს შენმა ბობოქარმა სულმა.
დიდი ასოებით მამუკა ჩარკვიანი“, – წერს ნატო გელაშვილი.
რადიო ჰოლდინგი „ფორტუნა“ მწუხარებას გამოთქვამს მამუკა ჩარკვიანის გარდაცვალების გამო და თანაუგრძნობს მის ოჯახს, ახლობლებსა და მეგობრებს.