LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დარჩება პუტლერს ოხრად ის ნაფთიც და გაზიც ან გაყიდის კაპეიკებში!“ – პეტრიაშვილი უკრაინის ჯარების უპირატესობაზე ახალ ცნობებს ავრცელებს

195
32F88AD8-0533-479A-B7DD-532A7CFB8092

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, ალექსი პეტრიაშვილი სოციალურ ქსელში უკრაინაში მიმდინარე ომის დეტალებზე წერს და უკრაინის ჯარის საბრძოლო უპირატესობაზე ცნობებს ავრცელებს:

„აბა დილა მშვიდობისა ჩემო მეგობრებო!

მას მერე რაც ჩვენებმა ანტონოვკის ხიდი უვარგისი გახადეს ხერსონში ურდოს ჯარების უზრუნველყოფისთვის, ურდოსტანში სერიოზულად გორდება პანიკა: გავიდეთ სანამ დროა, ეს ხერსონი თვითონ ხო არაფერში გვჭირდებოდა და ა.შ.

როგორც ექსპერტები ამბობენ, სავარაუდოდ ურდოს მხრიდან „კეთილი ნების“ გამოხატვა ვერ მოხდება, ანუ თავისით ვერ დატოვებენ ხერსონის სტრატეგიული მნიშვნელობის გამო, მაგრამ როცა დაიწყებენ მოძუძგვას/დათესვას/, ვეღარაფერი მაგათ ვერ გააჩერებსო!

არადა ჩვენებს ტექნიკა მოსდით და მოსდით! ჰაიმარსები ხო კიდევ მოდის, ახლა გერმანია გამოცოცხლდა! ჯერ თავისი მარსები ხო გამოუშვა, ახლა ნება დართო უკრაინას, შეისყიდოს 100 ცალი პანცერ ჰაუბიცა და წლის ბოლოს უკრაინაში უნდა იყოს სუპერთანამედროვე ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა IRIS!

აქეთ სლოვაკების მიერ ჩვენებისთვის 11 სუ-29 თვითმფრინავის გადმოცემის საკითხი გადაწყდა!

პოლონეთის ტანკებით დატვირთული ეშელონი კი შემოვიდა უკრაინაში! ასე რომ რა ბურიატები, რაის იაკუტები, რომელი კადიროველები და დაგესტნელები – სუპერ აღჭურვილ სუპერ თანამედროვე და სუპერ ბრძოლისუნარიან უკრაინის არმიას რა დაუდგება წინ კონტრშეტევაზე გადასვლისას!

სამხრეთში ხო ზანზარებს ურდო და გიზგიზებს ყოველ დღე მათი შტაბები და საწყობები, მაგალითად გუშინ ჰორლოვკაში ისე ლამაზ შიშხინებდაა, იფ იფ, აღმოსავლეთში კიდევ ტილაობს-ბრუუნავს, ტილაობს-ბრუნაავს ურდოს არმია ბახმუტთან!

ბოლო რესურსით უტევენ! რაკეტებსაც ისვრიან, მაგრამ უკვე ძალიან ეფექტურად მუშაობს ჩვენების ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა!

იოსია ითხოვს, იქით კვირის დასაწყისში 41 ათასი ერთგული მსმენელი დაიდოს ჩემს კანცერტზეო! კონტრაქტი გაფორმებულია! პირობა შესრულდება!

გუშინ მესეი მაკრონს უთქომს, რუსეთი მსოფლიოსთან ჰიბრიდულ ომშიაო! ევრიკააა! მაგარი კაცია. პუილოსთან გადარეკვის დამოკიდებულებაც მგონი მოეხსნა და მიიწევს მედგრად ნათელ მხარეს!

იტალიამ!!!!!!! 1 წელიც და რუსულ გაზს საერთოდ აღარ ვიყიდითო! წავიდა ის დროები, დონ ბერლუსკონ და პუტლერა შავებში გაზმანულები რო დვიჟენიობდნენ!

დარჩება პუტლერს ოხრად ის ნაფთიც და გაზიც ან გაყიდის კაპეიკებში! ერთი რაც მართლა მაფიქრებს, ტაივანში ემანდ არ გავარდეს – თვით ავიამზიდი “რონალდ რეიგანი” მიცურავს სამხრეთ ჩინეთის ზღვისკენ თავის თანმხლები ფლოტით!

ქბტნ ნენსი პელოსის მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი ჩავიდეს ტაივანში, ჩინეთი იძახის უკან არაფერზე დავიხევო! დღეს დაილაპარაკებენ ძია ჯო და ამხანაგი სი და ეგებ რამეზე მოილაპარაკონ!

მე ერთი ის ვიცი რომ, უკრაინა გაიმარჯვებს – საქართველო გაიმარჯვებს – ცივილიზაცია გაიმარჯვებს!
დიდება უკრაინას!
დიდება გმირებს!
დიდება ერს!
სიკვდილი მტერს!“– წერს ალექსი პეტრიაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები