დარჩება თუ არა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი სახელმწიფოს საკუთრებაში და იგეგმება, თუ არა მისი პრივატიზება – ამ საკითხზე ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ TV პირველზე, გადაცემა „საქმიანი დილის“ ეთერში ისაუბრა.
როგორც მან აღნიშნა, აეროპორტის სახელმწიფოს საკუთრებაში ფლობა მიმზიდველი ფასების არსებობის საშუალებას იძლევა.
“ამ ეტაპზე ქუთაისის აეროპორტის პრივატიზება არ განიხილება. ოპტიმალური მოდელია, რომ სახელმწიფო ფლობს მას და მართავს. ეს გვაძლევს საშუალებას, რომ იქ იყოს შედარებით მიმზიდველი პირობები და შედარებით მიმზიდველი, დემოკრატიული ფასები.
რასაც ახლა ჩვენ ვაკეთებთ, ეს არის ქუთაისის აეროპორტის გაფართოება, ახალი ტერმინალი იგეგმება და რა ციფრებიც მოვისმინეთ, იგივე Wizz Air-თან დაკავშირებით, ვფიქრობთ, რომ კიდევ უფრო გავაფართოვოთ, რადგანაც მართლა ძალიან დიდ ბრუნვებზე და ნაკადებზე გადის ეს აეროპორტი”, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა „საქმიანი დილის” ეთერში.
