LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დარჩებიან თუ არა თამაშგარე “მრეწველები”

96

არჩევნებში მონაწილეობას აუცილებლად მივიღებთ, ამის შესახებ საარჩევნო ბლოკის ”თოფაძე-მრეწველები ჩვენი სამშობლო” ერთერთმა ლიდერმა, ზურაბ ტყემალაძემ, რადიო “ფორტუნას” პირდაპირ ეთერში განაცხადა. მისი მტკიცებით, რეგისტრაციის პროცესში პარტიას შეცდომა არ დაუშვია და საარჩევნო სიაც კანონით განსაზღვრულ დროს 17:24 საათზე მიიტანა და არა 18:00 საათის შემდეგ, როგორც ამას ცენტრალური საარჩევნო კომისია ამბობს.

ზურაბ ტყემალაძის თქმით, თუ ცესკო გადაწყვეტს, რომ “მრეწველებს” რეგისტრაცია გაუუქმოს, მაშინ აუცილებლად სასამართლოს მიმართავენ და თავიანთ უფლებებს დაიცავენ. გარდა ამისა, ტყემალაძე აცხადებს, რომ აქციების დაწყებას აპირებენ, თუმცა როდის – ჯერჯერობით, უცნობია, ვინაიდან საარჩევნო ბლოკის წევრებს ერთმანეთთან კონსულტაცია არ ჰქონიათ.

ბლოკის ”თოფაძე-მრეწველები ჩვენი სამშობლო” ერთერთი ლიდერი ამბობს, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე, თამარ ჟვანიას NDI-ისა და IRI-ის წევრებმა დაურეკეს, რომელთაც აინტერესებდათ, მოიხსნა თუ არა რეგისტრაციიდან “მრეწველების” პოლიტიკური გაერთიანება. ტყემალაძე ამას ზეწოლად მიიჩნევს.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განმარტა, რომ  გუშინ, 18:00 საათზე კანცელარიამ დაასრულა მუშაობა, იმ დროისთვის იმ დოკუმენტაციას რაც „მრეწველებმა“ წარმოადგინეს პარტიული სია არ ახლდა. უწყების პრესსპიკერის თქმით, იმისათვის, რომ საარჩევნო სუბიექტი იყოს საარჩევნო რეგისტრაციიდან მოხსნილი, საჭიროა კანონიერ ძალაში შევიდეს თავმჯდომარის განკარგულება, თუმცა შესაბამისი სამართლებრივი აქტი ჯერჯერობით არ არის შესული კანონიერ ძალაში.

გარდა ამისა, მიქელაძე აცხადებს, რომ კანონით განსაზღვრულ ვადებში ცესკო-ს თავმჯდომარე იმსჯელებს და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g