LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დარჩიაშვილი კანდიდატის სტატუსის მიღებაზე: მოცემულ ეტაპზე რთულია კონკრეტული პროგნოზის გაკეთება, ბევრი საკითხი სხვა პრიზმიდან ჩანს ევროპელი პარტნიორების მხრიდან

96
დარჩიაშვილი

„მოცემულ ეტაპზე რთულია კონკრეტული პროგნოზის გაკეთება, საქმე პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ეხება”, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა პარლამენტში გამოსვლისას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის მიღებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, “საქართველოს ევროპულ არჩევანს ალტერნატივა არა აქვს და ის მთელი ქვეყნის, ჩვენი, ყველას მონაპოვარი იქნება. საქართველოს მომავალი ევროპულია, საქართველოს ადგილი ევროკავშირშია!“

ილია დარჩიაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობის წევრების შეკითხვებს ინტერპელაციის წესით უპასუხა.

მამუკა მდინარაძემ მინისტრს მიმართა, განემარტა ის მოლოდინები, რომელიც საქართველოს ევროკავშირში წევრობის კანდიდატის სტატუსზე აქვს.

„მინდა, დაგარწმუნოთ, ყველა ორმხრივ შეხვედრებში ჩვენს პარტნიორებთან, რაც გავმართე ბოლო ერთის თვის განმავლობაში, ყველგან არის ოპტიმიზმი, ყველა აღიარებს ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს, ევროპულ პერსპექტივას, ჩვენი პარტნიორები საქართველოს ევროპულ ოჯახში ხედავენ, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

ილია დარჩიაშვილმა აღნიშნა, რომ ეს იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელსაც მიიღებენ კონსენსუსის პრინციპით საქართველოს პარტნიორები.

„თუ რა მოლოდინები გვაქვს ევროკავშირის მხრიდან სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით” – კითხვაზე საპასუხოდ მინდა გაცნობოთ და შევეხო ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით არსებულ მოლოდინებს:

მოცემულ ეტაპზე რთულია კონკრეტული პროგნოზის გაკეთება. მაშინ, როდესაც საქმე ეხება პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, რომელსაც ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის ერთხმად მხარდაჭერა სჭირდება.

აპლიკანტი ქვეყნის მზაობის პარალელურად, საქართველო აკმაყოფილებს ამისთვის აუცილებელ პარამეტრებსა და მზადაა, მიიღოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. მეტიც, ის ამას ნამდვილად იმსახურებს.

ამგვარი გადაწყვეტილება მოითხოვს ევროკავშირის მზაობასაც, ორგანიზაციის კარი გაუღოს ახალ წევრებს.

თუმცა, მოგეხსენებათ, რომ წევრ ქვეყნებს შორის, ევროკავშირის გაფართოების მიმართულებით არსებობს სხვადასხვა მოსაზრება და ეს ყველასთვის ცნობილია”, – განაცხადა დარჩიაშვილმა.

მისი თქმით, ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე გაკეთებული განაცხადი საქართველოს მთავრობის ისტორიულ ახალ გეოპოლიტიკურ გარემოში ერთადერთი ლოგიკური და სწორი სამართლიანი ნაბიჯია.

„საქართველოს მთავრობის, მმართველი პარტიის დეკლარირებული საგარეო ამოცანა იყო 2024 წლისთვის ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის წარსადგენად ქვეყნის მომზადება.

თუმცა, დაგეგმილი ორი წლით ადრე განაცხადის გაკეთება ერთი მხრივ, იყო ჩვენი პასუხი შეცვლილ გეოპოლიტიკურ გარემოზე, ხოლო მეორე მხრივ, აღნიშნულ გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის პროცესში ბოლო წლებში მიღწეული პროგრესი და ასევე,იმის გაცნობიერება,რომ საქართველო უკვე დღეს, 2022 წელს იყო მზად ევროკავშირთან ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადასასვლელად“,- განაცხადა დარჩიაშვილმა.

მისი განმარტებით, კითხვარი, რომელიც საქართველოს გადმოეცა აერთიანებდა 2 600-ზე მეტ კითხვას და სხვა ქვეყნებთან განსხვავებით საქართველოს კითხვარის შესავსებად გაცილებით ნაკლები ვადა – 1 თვე ჰქონდა. თუმცა, ამის მიუხედავად, დარჩიაშვილის განმარტებით, საქართველომ დასახულ ამოცანას თავი ღირსეულად გაართვა. მინისტრის თქმით, ევროპული მხრიდან გადაწყვეტილების მიღება ევროკავშირის საბჭოს სხდომაზე მიმდინარე წლის ივნისის ბოლოსაა მოსალოდნელი.

ამავე თემაზე:

სამადაშვილი: ჩემი შეკითხვაა,უნდა აიღოს თუ არა განაცხადის წარუმატებლობის შემთხვევაში „ქართულმა ოცნებამ“ პასუხისმგებლობა და პრემიერიანად მთელი მთავრობა გადადგეს?

ევროკავშირი, უკრაინის ომი და რუსეთის სანქციები – დღეს პარლამენტში პრემიერსა და 3 მინისტრს მოუსმენენ

“ამ ილუზიაში მონაწილეობას არ მივიღებთ” – გახარიას პარტია პარლამენტში 4 მინისტრის მოსმენაზე უარს აცხადებს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები