LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

#დარჩითშინ: მოგმართავთ არა როგორც ფეხბურთელი, არამედ როგორც შვილი, მამა… მესიმ და რონალდომ კორონავირუსზე ილაპარაკეს

300
89502944-342603846687594-1457236297058877440-n

მსოფლიოში მძვინვარე კორონავირუსთან დაკავშირებით საკუთარი პოზიციების დაფიქსირება ცნობილმა სპორტსმენებმაც დაიწყეს. მათ შორის, პლანეტის ორმა უდიდესმა ფეხბერთელმა ლეო მესიმ და კრიშტიანო რონალდომაც გამოთქვეს მხარდაჭერა.

„ბარსელონას“ კაპიტანი არსებულ ვითარებას ასე გამოეხმაურა:

„მთელი პლანეტისთვის რთული დრო დადგა. განგაშის რეჟიმში ვცხოვრობთ. გვინდა დავეხმაროთ და მათ ადგილზე წარმოვიდგენთ თავს, ვისაც ყველაზე მეტად უჭირს“.

ლეომ საავადმყოფოებსა და ჯანდაცვის ცენტრებში მომუშავე ადამიანები მადლიერებით ახსენა და ყველას მოუწოდა ხელისუფლების რჩევებს მიყვნენ და შინ დარჩნენ.

„ყველას მინდა ძალა ვუსურვო. ჯანმრთელობა ყოველთვის პირველ ადგილზე უნდა იყოს. დადგა დრო ვიყოთ პასუხისმგებლიანები და დავრჩეთ შინ. გვაქვს საშუალება ახლობლებთან მეტი დრო გავატაროთ, რომლებსაც საკმარის ყურადღებას ვერ ვუთმობთ ხოლმე. იმედი მაქვს, ვითარებას მალე საჩვენოდ მოვატრიალებთ. #დარჩითშინ“, – დაწერა მესიმ ინსტაგრამზე.

 

მიმართვა რონალდომაც გაავრცელა:

„პლანეტა ურთულეს პერიოდს გადის, რომელიც ნებისმიერი ჩვენთაგანისგან ყურადღებას და სიფრთხილეს მოითხოვს.
მოგმართავთ არა როგორც ფეხბურთელი, არამედ როგორც შვილი, მამა და ადამიანი, რომელიც შეშფოთებულია განვითარებული მოვლენებით. ახლა მნიშვნელოვანია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რჩევებს მივყვეთ.

ადამიანის სიცოცხლის დაცვა ყველაფერს უნდა აღემატებოდეს. ყველას გიგზავნით ჩემ სოლიდარობას, ვინც ვირუსს ებრძვის, როგორც ჩემი თანაგუნდელი დანიელე რუგანი.
მხარს ვუჭერ მედიცინის დარგის პროფესიონალებს, რომლებიც საკუთარ სიცოცხლეს რისკავენ სხვების გადარჩენად“, – დაწერა რონალდომ ინსტაგრამზე.

 

35 წლის კრიშტიანო მშობლიურ მადეირაზე თვითიზოლაციაშია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები