LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დარეგისტრირდა „ფეისბუკზე“, გადავედი და ვხედავ უცენზურო მიმოწერას“ – განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული ყოფილ მეუღლეს ბავშვთა პროსტიტუციაში ჩართვაში ადანაშაულებს

1691
BeFunky-collage (11)
მთავარ სლაიდზე ფოტო: ipn

 

ყოფილი მეუღლის, თამარ ჭეიშვილის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ ლევან ასლანიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ბრალდების მხარე დაკავებულის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გამოყენებას მოითხოვდა. პროკურორის თქმით, ბრალდებულის მხრიდან მიმალვის, მოწმეებზე ზემოქმედებისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე არსებობს.

რაც შეეხება დაცვის მხარეს, ადვოკატი ანა შიშნიაშვილი ბრალდების მხარეს არ დაეთანხმა და დაკავებულის მიმართ 15 000-ლარიანი გირაოს შეფარდება მოითხოვა.

პროცესზე ბრალდებულმა ლევან ასლანიშვილმა მისი ყოფილი მეუღლე ბავშვთა პროსტიტუციაში ჩართვაში დაადანაშაულა და თქვა, რომ დანაშაული სწორედ იმის გამო ჩაიდინა, რომ აღნიშნულის შესახებ შეიტყო.

“ეს შემთხვევა რაც ჩავიდინე, ვაღიარებ, მაგრამ უმიზეზოდ არ მომხდარა და სიზმარი არ მინახავს. ამ ქალბატონს წლების წინ გავუხსენი მეილი. ეჭვის საფუძველი მომეცა, ის დარეგისტრირდა “ფეისბუკზე”, მეილზე შევედი, ფეისბუკზე გადავედი და ვხედავ დღეში 50 კაცთან უხამს და უცენზურო მიმოწერას, ღამე წავიკითხე მესიჯები და თვალები შუბლზე ამივიდა. თუ ჩემი სიმართლე არ დადგინდა, ათი სამუდამო მომისაჯეთ”,- განაცხადა ასლანიშვილმა.

აღნიშნულს მოჰყვა ადვოკატის ელისო რუხაძისა და პროკურორ ნაზი მირიანაშვილის პროტესტი.

ყოფილი ქმრის მიერ დაჭრილი ქალის ადვოკატი: შვილმა თავიდან ბოლომდე უყურა ფაქტს და მისი ჩვენება უმძიმესია – ბავშვი დედას გადაეფარა, რა დროსაც შოკი დაემართა და გული წაუვიდა

შეგახსენებთ, ასლანიშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 19-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ პრიმა“, ,,ვ’’ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი გენდერის ნიშნით, ოჯახის წევრის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით) და 11 პრიმა 381 პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით (შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„ფულს არ აძლევდა ნარკოტიკებისთვის“ – შემზარავი ამბის ახალი დეტალები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები