LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ფულს არ აძლევდა ნარკოტიკებისთვის“ – შემზარავი ამბის ახალი დეტალები

2054
დაჭრა 44

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი, რომელმაც დღეს ყოფილი ცოლი დაჭრა, სასამართლომ რამდენიმე დღის წინ 3000-ლარიანი გირაოთი გაათავისუფლა. “ტვ პირველის” ცნობით, მამაკაცს შემაკავებელი ორდენი ჰქონდა გამოწერილი და ყოფილ ცოლთან მიახლოება ეკრძალებოდა. ის ძალადობის გამო დაკავებულიც იყო.

დაზარალებულის დეიდამ ჟურნალისტებს მოძალადის დაკავების დეტალები უამბო. 

„ფულს არ აძლევდა ნარკოტიკებისთვის. სცემდა ყოფილ  ცოლსაც და ბავშვსაც. ერთხელ სახლშიც მოგვივარდა. ერთი -ორი დაარტყა, კიდევ კარგი სახლში ვიყავი და გავაგდე. პოლიცია გამოვიძახე და დააკავეს.

ახლაც იგივე გამეორდა, მაგრამ ახლა დანა ჰქონდა. სკოლაში მიდიოდნენ, კივილის ხმაზე გამოვედი და ვხედავ სულ სისხლში იყო ამოსვრილი“.. – იხსენებს დაზარალებულის დეიდა.

შეგახსენებთ, შემთხვევა დღეს მოხდა.

ახალგაზრდა ცოლი ქმარმა მცირეწლოვანი შვილის თვალწინ დაჭრა. დედას შვილი სკოლაში მიჰყავდა.

არსებული ინფორმაციით, მოძალადემ ყოფილ ცოლს 6 ჭრილობა მიაყენა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები