თბილისში, ავტობუსის გაჩერებასთან ქმარმა ცოლი დაჭრა. როგორც “ფორტუნას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, კაცი დაკავებულია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 19-109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ მდგომარეობაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
არსებული ინფორმაციით, ქალი კლინიკაშია მოთავსებული.