LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დარღვეულია თამარ მაყაშვილის შრომითი უფლებები, რეპერტუარიდან მისი მოხსნა გაუმართლებელი ჩარევაა – გილდია

104
გჰკყუ

კულტურისა და მედიის დამოუკიდებელი პროფკავშირები – გილდია, სოციალურ ქსელში თამარ მაყაშვილის შესახებ განცხადებას ავრცელებს. გილდია მსახიობის სპექტაკლებიდან მოხსნას ეხმაურება და ამბობს, რომ მსახიობის შრომითი უფლებები დარღვეულია.

გარდა ამისა, გილდია ამავე განცხადებაში აღნიშნავს, რომ მსახიობის მიერ “იმედის” ეთერში ნათქვამი ფრაზა შეიცავდა იუმორისტული კონტექსტს, მაგრამ არაკორექტული იყო, თუმცა, მათთვის, გაუგებარია, მაყაშვილის ბოდიშის შემდეგ, რას ემსახურება სამხატვრო ხელმძღვანელის ქმედება, მაშინ, როცა მოსაზრება არც თეატრის სცენიდან და არც მასთან დაკავშირებული პლატფორმიდან არ გაჟღერებულა.

„გილდია“ იზიარებს, რომ მსახიობის გამონათქვამი კორექტული არ იყო. თამარ მაყაშვილმა მეორე დღესვე გაავრცელა ვიდეო, სადაც განმარტა მის ინტერვიუში გადმოცემული ამბავი და საჯაროდ მოიხადა ბოდიში.

ყოველივე ამის შემდეგ ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიულმა სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, „თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით მსახიობი თამარ მაყაშვილი მოიხსნა მიმდინარე რეპერტუარიდან და მის მიმართ გატარდა შესაბამისი ზომები“.

ჩვენთვის გაუგებარია, მსახიობის მიერ ბოდიშის მოხდის შემდეგ, რას ემსახურება სამხატვრო ხელმძღვანელის ქმედება, განსაკუთრებით მაშინ, როცა აღნიშნული მოსაზრება არც თეატრის სცენიდან და არც თეატრთან დაკავშირებული სხვა პლატფორმიდან არ გამოუთქვამს.

თეატრს, როგორც დამსაქმებელს შეუძლია, გაემიჯნოს დასაქმებული მსახიობის მოსაზრებას, მაგრამ არ აქვს უფლება, ჩაერიოს გამოხატვის თავისუფლებაში და გააკონტროლოს, სად რა განცხადებას გააკეთებს მსახიობი. შრომის კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად, შრომითი ურთიერთობა წარმოადგენს სამუშაოს შესრულებას დამსაქმებლის მიერ ორგანიზებულ პირობებში განსაზღვრულ დროსა და ადგილზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს ურთიერთობა შემოსაზღვრულია მხოლოდ იმ დროითა და ადგილით, რომელშიც და სადაც სრულდება სამუშაო. შესაბამისად, დამსაქმებელი არ არის უფლებამოსილი, რაიმე ღონისძიება გაატაროს სამუშაო დროისა და ადგილის მიღმა მომხდარ ფაქტებზე.

ამასთან ერთად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლები და აჭარის ტერიტორიაზე არსებული მუნიციპალიტეტების თანამშრომლები სოციალურ ქსელში აქტიურად მოითხოვდნენ ქალბატონი თამარის „დასჯას“. ჩნდება გონივრული ეჭვი, რომ სამხატვრო ხელმძღვანელის გადაწყვეტილებაზე სწორეს აღნიშნულმა იქონია გავლენა, რაც საფრთხეს უქმნის თეატრის დამოუკიდებლობასა და შემოქმედებით საქმიანობას.

„გილდიას“ შეფასებით, სამხატვრო ხელმძღვანელის გადაწყვეტილება არის არაპროპორციული და გაუმართლებელი ჩარევა მსახიობის საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლით გარანტირებული გამოხატვის თავისუფლებაში და მხოლოდ მსახიობთა დაშინებას ისახავს მიზნად. აღნიშნული ქმედება წარმოადგენს პოპულისტურ გადაწყვეტილებას, რასაც შესაძლოა მსუსხავი ეფექტი ჰქონდეს – ის ხაზს უსვამს, რომ მსახიობის ნებისმიერი პირადი ხასიათის განცხადებამ შეიძლება, მისი შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა განაპირობოს.

მსახიობ თამარ მაყაშვილის რეპერტუარიდან მოხსნა წარმოადგენს დისკრიმინაციას აზრის გამოხატვის ნიშნით. აღნიშნული კი გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს არა მხოლოდ თამარ მაყაშვილის, არამედ მსახიობების როგორც შრომით უფლებებს, ასევე, გამოხატვის თავისუფლებას.

გამოხატვის თავისუფლება გარანტირებულია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლითაც. ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს არაერთხელ განუმარტავს, რომ გამოხატვის თავისუფლება იცავს არა მხოლოდ იმ იდეებს, რომლებიც დადებითად და კეთილგანწყობილად შეიძლება, იყოს მიჩნეული, არამედ იმ იდეებსა და მოსაზრებებს, რომლებიც შეურაცხმყოფელი, შოკისმომგვრელი და ამაღელვებელი შეიძლება იყოს.  ევროპული სასამართლოს განმარტებით, სწორედ ეს არის პლურალიზმი, ტოლერანტობა და გლობალურად აზროვნება, რომლის გარეშეც არ არსებობს „დემოკრატიული საზოგადოება“.

  • გვსურს აღვნიშნოთ, რომ თეატრში დასაქმებული არცერთი რეჟისორი არაა ვალდებული, ე.წ. “დუბლით” ჩაანაცვლოს თეატრის ხელმძღვანელობის მხრიდან უფლებადარღვეული მსახიობი, პირიქით, საქართველოს კონსტიტუციით ყველა, როგორც კერძო, ისე საჯარო პირი და ორგანიზაცია, ვალდებულია, დაიცვას ადამიანის უფლებები!
  • მივმართავთ ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს, ბათილად ცნოს მის მიერ მიღებული არაპროპორციული გადაწყვეტილება და უზრუნველყოს თეატრში შრომითი უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტი.
  • მხარს ვუჭერთ მსახიობ თამარ მაყაშვილს და სოლიდარობისკენ მოვუწოდებთ მის კოლეგებს. დღეს ერთი მსახიობის უფლებების დარღვევა იმოქმედებს ზოგადად კულტურის სფეროში დასაქმებულთა უფლებებზე!“, – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ,  იმედის ეთერში მსახიობმა თამარ მაყაშვილმა თქვა ფრაზა — “აცვია ხულელი ბავშვივით რაღაცა საშინელი ბეშუმური კაბა” – რასაც საზოგადოების კრიტიკა მოჰყვა. თამარ მაყაშვილმა არაერთხელ მოიხადა ბოდიში და თქვა, რომ ნანობს.

ამის მიუხედავად, ბათუმის თეატრმა მსახიობი მიმდინარე რეპერტუარიდან მოხსნა.

მსახიობი თამარ მაყაშვილი „იმედის“ ეთერში გაკეთებული განცხადების გამო, ბოდიშს იხდის

მე გამწირეთ, მაგრამ არ გამოვიდა, საზოგადოების 80%-მა პროცენტმა არ გაიზიარა! რისთვისაც მადლობელი ვარ მათი! – თამარ მაყაშვილი ჟურნალისტს მიმართავს

თამარ მაყაშვილი: „ჩემო კარგებო! ნუ დავადანაშაულებთ თეატრს გლობალურად! მე დასი გვერდში მიდგას და თავის სათქმელსაც იტყვის!“

ნატო დუმბაძე თამარ მაყაშვილს მხარდაჭერას უცხადებს: „გაოგნებული ვარ მართლა, არ გამიკვირდება, კოცონი დაანთონ და დაწვან…“

„დავხვრიტოთ ბარემ, ან გავაციმბიროთ…“ – როგორ ეხმაურებიან მანანა მანჯგალაძე და განო მელითაური თამარ მაყაშვილის სპექტაკლებიდან მოხსნას

მაიკო კაჭკაჭიშვილი: ვისაც ვინმეზე არ დაგიცინიათ, პირველი ქვა თქვენ ესროლეთ თამარ მაყაშვილს, არ იცით, რომ რაც თავში მოსდის, ეგრევე ლაპარაკობს და ხუმრობს? არ იცით, რომ ბოროტი ქალი არ არის?

“ჩემი სოლიდარობა თამარ მაყაშვილს! უსამართლობაა რაც ახლა მის წინააღმდეგ ხდება” – ანდრია გველესიანი

ინგა გრიგოლია: „ეს რომ არ დავწერო, შანსი არაა რა! მძაგს და საშინლად მანერვიულებს ადამიანების კოლექტიური ჩაქოლვა!“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g