LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ჩემი სოლიდარობა თამარ მაყაშვილს! უსამართლობაა რაც ახლა მის წინააღმდეგ ხდება” – ანდრია გველესიანი

772
BeFunky-collage - 2022-11-02T001627.722

მსახიობი და მომღერალი ანდრია გველესიანი, ასევე მსახიობ თამარ მაყაშვილს სოლიდარობას უცხადებს.

როგორც ანდრია სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში წერს, ის რაც დღეს ხდება უსამართლობაა.

“ჩემი სოლიდარობა თამარ მაყაშვილს! უსამართლობაა რაც ახლა მის წინააღმდეგ ხდება… ოქროს ადამიანია , პროფესიონალიზმზე რომ აღარ ვისაუბროთ.. ან რად უნდა ამას საუბარი ყველა დამერწმუნება ვინც მას ახლოს იცნობს.. ძალიან ბევრს გვიყვარხარ და გვერდში გიდგავართ!

პ.ს. ადამიანი ბოდიშს იხდიდეს და ამის მიუხედავად მის მიმართ ასეთი მიუტევებლობა და სიძულვილი გახრჩობდეს, აი ესაა სწორედ არაადამიანობა..”, – წერს ანდრია გველესიანი.

შეგახსენებთ, რომ თამარ მაყაშვილმა „იმედის“ ეთერში ახლახან აღნიშნა, რომ არ მოსწონს, როდესაც ბავშვები ბეშუმურ კაბებში არიან გამოწყობილები. შემდეგ ამ განცხადების გამო ბოდიში არა მხოლოდ მან, არამედ მისმა ქალიშვილმა, გადაცემის წამყვანმა, რუსკა მაყაშვილმაც მოიხადეს.

ცნობისთვის, მსახიობი თამარ მაყაშვილი ბათუმის თეატრმა მიმდინარე რეპერტუარიდან მოხსნა.

ამავე თემაზე:

მსახიობი თამარ მაყაშვილი „იმედის“ ეთერში გაკეთებული განცხადების გამო, ბოდიშს იხდის

ვიდეო: რუსკა მაყაშვილი: „ეს იყო უწყინარი და დაუფიქრებელი ხუმრობა. დიდი იმედი გვაქვს, რომ საზოგადოება დედაჩემისგან და ჩემგანაც მიიღებს გულწრფელ ბოდიშს!..

რუსკა მაყაშვილი: „ვინც დედაჩემს იცნობს, ის ადამიანები მიხვდნენ ამ უწყინარ, უბოროტო ხუმრობას, თუმცა კი ბოდიში აუცილებლად მოსახდელი იყო და მოვიხადეთ!“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g