დარწმუნებული იყავით, მეორე ტურსაც მოვიგებთ” – ამის შესახებ განცხადება, გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ გაკეთა. საპრეზიდენტო კანდიდატი, რუსთავი 2-ის დაკვეთით Edison Research-ის მიერ გამოცხადებულ ეგზიტპოლების შედეგებს გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, მეორე ტური იმართება. ვაშაძე დარწმუნებულია, რომ არჩევნების მეორე ტურში გაიმარჯვებს.
„ჩვენ კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, სამი თვე გარწმუნებდით, რომ ამის შემდეგ რაც მოვისმინეთ ათასობით საქართველოს მოქალაქეს, ჩვენ ვიყავით დარწმუნებული, რომ თუ ხელისუფლება აირჩევს ნორმალური არჩევნების ჩატარების გზას, ჩვენ ამას პირველ ტურში მოვიგებდით… „ქართული ოცნება უნდა დარწმუნდეს და დაიჯეროს, რომ მათ საათზე 12-ს აკლია ერთი წუთი,”- აღნიშნა ვაშაძემ.
ამასთან, გრიგოლ ვაშაძემ “ევროპული საქართველოს” საპრეზიდენტო კანდიდატს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
“დავით ბაქრაძეს დავურეკე და ძალიან დიდი მადლობა ვუთხარი იმ უმაღლესი პოლიტიკური კულტურისთვის, რაც გამოიჩინა” – თქვა ვაშაძემ
გრიგოლ ვაშაძე პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებასაც გამოეხმაურა, იმის შესახებ რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან იგეგმება პროვოკაციები.
“მთელი საზოგადოება უკვე იცინის, როდესაც ქურდული ოცნების წარმომადგენელი თუ სპიკერი პარლამენტის გამოდის და აბურდს აცხადებს. თქვენ ხომ გახსოვთ, ერთი თვის წინ ამბობდნენ, არეულობას აპირებენო” – განაცხადა ვაშაძემ
“ევროპული საქართველოს” კანდიდატი დავით ბაქრაძე დამარცხებას აღიარებს და არჩევნების მეორე ტურის დანიშვნის შემთხვევაში მხარდაჭერას გრიგოლ ვაშაძეს უცხადებს.მისი თქმით, “ევროპული საქართველოს” და “რუსთავი 2”-ის კვლევებიც ადასტურებს, რომ ძალიან მაღალი ალბათობით მეორე ტური იქნება. ბაქრაძემ “ევროპული საქართველოდან” კომისიის წევრებს მოუწოდა, ბოლომდე შეასრულონ საკუთარი მოვალეობა.
საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმის მიცემა დასრულდა.“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” დაკვეთით, “ფსიქოპროექტის” მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის თანახმად, არჩევნებში ხმათა უმრავლესობა დამოუკიდებელმა საპრეზიდენტო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა მიიღო – 52.3%.მეორე ადგილზე გავიდა გრიგოლ ვაშაძე – 28.1%დავით ბაქრაძე – 9.2% ზურაბ ჯაფარიძე – 3.3%
სრულიად განსხვავებული შედეგებია სხვა ეგზიტპოლის შედეგებით.ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ისა და “ნაციონალური მოძრაობის” დაკვეთით, კომპანია “Edison Research”-ის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგებით, საპრეზიდენტო არჩევნებში 40-40% სალომე ზურაბიშვილმა და გრიგოლ ვაშაძემ მიიღეს; დავით ბაქრაძემ – 10%.
ეგზიტპოლი “ევროპული საქართველოს” დაკვეთით, BCG Research-მაც ჩაატარა. შედეგები ასეთია:გრიგოლ ვაშაძე – 37%სალომე ზურაბიშვილი – 34%დავით ბაქრაძე – 17%შალვა ნათელაშვილი – 5% სხვა კანდიდატები – 7%.
2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში პრეზიდენტობის 25 კანდიდატი მონაწილეობდა. ეს იყო ბოლო საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში, როდესაც ამომრჩევლებმა პრეზიდენტი პირდაპირი წესით აირჩიეს.
