LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დარწმუნებული ვარ, 47 წლის უკვე თავისუფალი იქნები“- თეა ადეიშვილმა ნიკა გვარამიას იუბილე პირდაპირი ეთერიდან მიულოცა

296
BeFunky-collage (14)

“მთავარი არხის” წამყვანმა, თეა ადეიშვილმა არხის დამფუძნებელს, პატიმრობაში მყოფ ნიკა გვარამიას იუბილე პირდაპირი ეთერიდან მიულოცა.

„როგორც ჩანს, ოლიგარქის კოალიციებით ცვლილება სწორად მიაჩნია დღევანდელ იუბილარს, ივანიშვილის კიდევ ერთ პოლიტპატიმარს, დღევანდელ იუბილარს, ნიკა გვარამიას, ჩვენი არხის გენერალურ დირექტორს, ჩემს მეგობარს, მინდა აქედან მივულოცო დაბადების დღე

46 წელს ის ძალიან უცნაურ ვითარებაში ხვდება, მაგრამ ალბათ, ნიკას ძალიან საინტერესო, მრავალფეროვან ბიოგრაფიაში ესეც უნდა მომხდარიყო. ის პოლიტიკური პატიმრების კლუბს უნდა შეერთებოდა.

ნიკა გილოცავ, დარწმუნებული ვარ, 47 წლის უკვე თავისუფალი იქნები და თავისუფალი ხარ ახლაც… მინდა რომ წარმატებულ საქართველოში გეცხოვროს და შენი წვლილი, რომელიც უკვე შეტანილი გაქვს ამ ქვეყნის წინსვალში, კიდევ უფრო დაგედოს საქართველოს გამარჯვებაში” , – თქვა თეა ადეიშვილმა.

„მინდა გამარჯვებულს ვხედავდე.. მიყვარხარ და მაკლიხარ“ – სოფო ნიჟარაძე იუბილარ ნიკა გვარამიას ემოციურ პოსტს უძღვნის

ნანუკა ჟორჟოლიანი: “დღეს, ყველაზე თავისუფალი პატიმრის, გიჟი იდეალისტის, დაუღალავი, მებრძოლი ბიჭის დაბადების დღეა, ნიკა, მიყვარხარ!”

დიკო ჯოჯუა ნიკა გვარამიას იუბილეს ემოციური პოსტით ულოცავს: „რთულია ეს დღე უშენოდ, მაგრამ ვიცი მხნედ ხარ“

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ლაშა ჩხიკვაძემ ნიკა გვარამიას 3 წლით და 6 თვით მიუსაჯა პატიმრობა. განაჩენი 16 მაისს გამოცხადდა. გვარამია დამნაშავედ იქნა ცნობილი ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ხელმძღვანელობის პერიოდში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g