გია ბაღაშვილი მერაბ დვალიშვილს მიმართავს და მხარდაჭერას უცხადებს. მოგეხსენებათ, დვალიშვილი UFC-ს სუპერმსუბუქი წონის (61 კგ) საჩემპიონო ბრძოლაში პიოტრ იანთან მსაჯების გადაწყვეტილებით დამარცხდა და ქამარი დათმო.
„მერაბ, შენ დიდი ჩემპიონი და საამაყო ქართველი ხარ! დარწმუნებული ვარ, მრავალი გამარჯვება წინ გელოდება და კიდევ უფრო გაძლიერებული დაუბრუნდები ოქტაგონს! შენს გვერდით ვართ!“
ცნობისთვის, მერაბ დვალიშვილს შერეულ ორთაბრძოლებში გამართული 26 შეხვედრის შემდეგ 21 გამარჯვება აქვს.
