LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დარწმუნებული ვარ, თუ “ქართული ოცნება” 2 ოქტომბრის არჩევნებს წააგებს, პარლამენტის ვადამდელი არჩევნების დანიშვნას მივაღწევთ: რაქვიაშვილი

43
1

“დარწმუნებული ვარ, თუ “ქართული ოცნება” 2 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებს წააგებს, პარლამენტის ვადამდელი არჩევნების დანიშვნას მივაღწევთ,” – აცხადებს “გირჩის” დეპუტატი სანდრო რაქვიაშვილი და ამბობს, რომ ვადამდელი არჩევნები დიდი ალბათობით მაშინაც დაინიშნება, თუ “ქართული ოცნება” 43%-ზე მეტს აიღებს.

რაქვიაშვილის განმარტებით, ასეთ შემთხვევაში, პარლამენტის ვადამდელი არჩევნები სწორედ მმართველი გუნდის ინტერესებში იქნება:

“დარწმუნებული ვარ, თუ “ქართული ოცნება” 2 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებს წააგებს, პარლამენტის ვადამდელი არჩევნების დანიშვნას მივაღწევთ. ვადამდელი არჩევნები დიდი ალბათობით მაშინაც დაინიშნება, თუ “ქართული ოცნება” 43%-ზე მეტს აიღებს, რადგან ასეთ შემთხვევაში, პარლამენტის ვადამდელი არჩევნები მათ ინტერესებში იქნება. საბოლოოდ, სწორედ ამომრჩეველთა განწყობა განაპირობებს, გვჭირდება თუ არა რიგგარეშე არჩევნები.

საბოლოო ჯამში, ქვეყანაში პოლიტიკური ვითარება ამომრჩევლის მიერ ვითარების აღქმაზე დგას. თუ ჩვენ საპარლამენტო რესპუბლიკების მაგალითებს გადავხედავთ, როდესაც ადგილობრივი არჩევნები ამომრჩეველს პრინციპულად სხვა შედეგს აჩვენებს, მმართველი გუნდი იძულებული ხდება, ახალი არჩევნები დანიშნოს. ადგილობრივ არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ 35% რომ მიიღოს და აღმოჩნდეს, რომ მას უმრავლესობა მხარს არ უჭერს, სავსებით შესაძლებელია, “ქართული ოცნებისთვის” ახალი არჩევნების ჩატარება უფრო უსაფრთხო იყოს, ვიდრე მმართველობის გაგრძელება.” – თქვა რაქვიაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g