LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დასახლებული კუნძული საქართველოსაც აქვს – სად მდებარეობს და რა ვიცით შამგონის კუნძულზე

1359
5823165025-0ffc6f6f57-b

თუ აქამდე არ იცოდით, საქართველოსაც აქვს კუნძული, რომელზეც მოსახლეობა ცხოვრობს. ეს შამგონის კუნძულია – იგი მდინარე ენგურსა და რუხისწყალს შორის მოქცეული საქართველოს ერთადერთი მდინარეული კუნძულია. მასზე ცალკეული დასახლებული პუნქტი, კერძოდ სოფელი შამგონაა გაშენებული.

სოფელი სამეგრელოს მხარის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 67 მეტრზე მდებარეობს, ზუგდიდიდან 12 კმ -ში.

აღსანიშნავია, რომ სოფელ რუხთან მდ. ენგური ორ ტოტად იყოფა და მათ შორის მოთავსებულია 12 კმ სიგრძისა და 0.5 – 2.0 კმ სიგანის მოშლამულ-მდინარეული კუნძული. XVII საუკუნის შუახანებამდე აქ ნახევარკუნძული იყო, კუნძულის ფორმირება კი ერთ-ერთი წყალდიდობის შემდეგ მოხდა.

რაც შეეხება სახელწოდებას, როგორც ცნობილია, შამგონა მომდინარეობს ვაზის ჯიშიდან. შორეულ წარსულში ეს ტერიტორია ტყით ყოფილა დაფარული და აქ ხარობდა უნაყოფო ვაზის ჯიში შამგუ, რომელიც დიდი ხანია გადაშენდა, კუნძულს კი მისი სახელი შემორჩა.

magti 5g