LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსა და ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, ქუთაისში, 3 აპრილს, დასაქმების ფორუმი გაიმართება

419
დასაქმების-ფორუმი

სამუშაოს მაძიებლებს, ერთიან სივრცეში შესაძლებლობა ექნებათ, 35-ზე მეტი კომპანიის წარმომადგენელს შეხვდნენ და 350 -ზე მეტ ვაკანსიას გაეცნონ.

ფორუმზე ვაკანსიები წარმოდგენილი იქნება: საბანკო, საფინანსო, საოფისე, სამედიცინო და აიტი სფეროებიდან, ასევე – საწარმო, რითეილის, გაყიდვების, სასტუმრო და სარესტორნო ინდუსტრიის მიმართულებით.

გარდა დასაქმების შესაძლებლობისა, პირველად, ქუთაისის ფორუმის ფარგლებში, მოეწყობა საგანმანათლებლო დაწესებულებების კუთხე, სადაც ადგილობრივი უნივერსიტეტები და პროფესიული კოლეჯები, ახალგაზრდებს, საკუთარ სასწავლო პროგრამებსა და ფაკულტეტებს გააცნობენ.

ღონისძიების მიზანია მოქალაქეებისთვის დასაქმების შესაძლებლობის გამარტივება და ხელშეწყობა, ხოლო კომპანიებისთვის – კვალიფიციური კადრების მოძიებაში დასაქმება.

ქუთაისის დასაქმების ფორუმი, 3 აპრილს, 14:00 დან – 16:00 საათამდე გაიმართება.  მისამართი: სასტუმრო „ქუთაისი ინნ“, დ. აღმაშენებლის 2. (100 კიბესთან)

დასაქმების სახელმწიფო სააგენტო, დასაქმების ფორუმებს მუდმივად მართავს, თბილისსა და რეგიონებში. შემდეგი მასშტაბური ფორუმი, ტურისტული სეზონის სამზადისთან ერთად, ბათუმში გაიმართება.

mazda magti 5g