20-24 სექტემბერს საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტში დასაქმების კვირეული გაიმართება. ღონისძიება, რომლის ორგანიზატორიცაა უნივერსიტეტის დასაქმების და კარიერული განვითარების ცენტრი, ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო ონლაინ ფორმატში ჩატარდება.
დასაქმების კვირეულში ჩართულები იქნებიან შემდეგი ორგანიზაციები: საქართველოს აეროპორტების გაერთიანება; ტავ ურბან საქართველო; პაშა ბანკი საქართველო; სატვირთო ავიაკომპანია იზი ჩარტერი; ავიაკომპანია ჯეო სქაი; ტერა ბანკი; სატვირთო ტერმინალი ლასარე; აერო-სტრუქტურების ტექნოლოგიები (ციკლონი); სსსტც დელტა; საქაერონავიგაცია.
საავიაციო უნივერსიტეტის სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს, შესაძლებლობა ექნებათ, გაესაუბრონ მათთვის საინტერესო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია იმ უნარ-ჩვევების და საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესახებ, რომლებსაც კონკრეტულ ორგანიზაციაში დასაქმების მსურველი კანდიდატი უნდა ფლობდეს და კვირეულის დასრულების შემდეგ, გააგზავნონ საკუთარი CV იმ ორგანიზაციებისათვის, რომელშიც, სამომავლოდ, დასაქმების სურვილი აქვთ.
გადადით სარეგისტრაციო ბმულზე– https://forms.gle/qMX6pfK4VuZg4sGP7 , აირჩიეთ თქვენთვის საინტერესო დამსაქმებელი(ები) და შეხვედრ(ებ)ის ბმული გადმოიგზავნება თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართზე.