LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დასაქმების პროგრამა სოცდაუცველთა რაოდენობის შემცირებაში დაგვეხმარება – ფინანსთა მინისტრის მოადგილე

35
1609170480-კაკაურიძე-კომიტეტი-1

“საბოლოო ჯამში პროგრამის დადებითი ეფექტი ის იქნება, რომ ის სოცდაუცველთა რაოდენობის შემცირებაში დაგვეხმარება“, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ დასაქმების პროგრამის შესახებ საუბრისას განაცხადა.

„საჭიროა თუ არა მსგავსი პროგრამა? – პოლიტიკის შესაცვლელად, მსგავსი შინაარსის პროგრამა საჭიროა, თუმცა ეფექტიანობის გაუმჯობესება ამ პროგრამაში ალბათ შეიძლება. წელს დაწყებული პროგრამაა და ჯანდაცვის სამინისტროს დაგეგმილი აქვს გარკვეული მონიტორინგის სისტემის შემუშავება, რომელიც ხელს შეუწყობს, რომ ადამიანები მაქსიმალურად იყვნენ სამუშაოთი დაკავებულები და გამოირიცხოს ის, რომ ვიღაც ანაზღაურებას ტყუილად აიღებს. ამ მიმართულებით ჯანდაცვის სამინისტრო მუშაობს და ერთწლიან პერიოდში ამ პროგრამის შეფასება შეგვეძლება. საბოლოო ჯამში პროგრამის დადებითი ეფექტი ის იქნება, რომ ის სოცდაუცველთა რაოდენობის შემცირებაში დაგვეხმარება“, – განაცხადა კაკაურიძემ.

მთავრობა სოცდაუცველთა საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, პროგრამის დაწყებას გეგმავს, რომელზეც წელს 40 მლნ ლარი დაიხარჯება.