ტურისტული კომპანია Discover Georgia-ს სასწავლო ცენტრი 50 წარმატებულ სტუდენტს სერთიფიკატებს გადასცემს. სტუდენტებს სერტიფიკატებით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი დააჯილდოვებს. ღონისძიებას ასევე დაესწრებიან ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე და ტურიზმის ინდუსტრიაში ჩართული ორგანიზაციების ხელმძღვანელები. დაჯილდოვების ცერემონიალი 23 დეკემბერს, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში ( „სეუ“ ) გაიმართება.
Discover Georgia-ს სასწავლო ცენტრი 2011 წლიდან მუდმივად ახორციელებს სტაჟირების 2-თვიან ციკლს სტუდენტებისთვის და ტურიზმის სფეროში ჩართული ყველა მსურველი კანდიდატურისთვის. სტაჟირების წარმატებით გავლის შემდგომ სტაჟიორს გადაეცემა სერტიფიკატი, რომელზეც აისახება ყველა ის პრაქტიკული უნარ-ჩვევები და გამოცდილება, რომელიც სტაჟიორმა მიიღო განვლილი 2 თვის განმავლობაში. საუკეთესო კურსდამთავრებულები საქმდებიან თავად ტურისტულ კომპანია “აღმოაჩინე საქართველოში” ან გადამისამართდებიან სხვა წარმატებულ ტურისტულ კომპანიებსა და ტურიზმის დაწერებულებებში.
სტაჟირების სრული საფასურია 300 ლარი. ” გარემო, სადაც სტაჟიორები გადიან სტაჟირებას არის თანამედროვე ტექნიკითა და საჭირო ინვენტარით აღჭურვილი. ერთიან სივრცეში განლაგებულია მოქმედი ტურისტული კომპანია და სასწავლო ცენტრი – ერთი ფანჯრის პრინციპით, რაც სტაჟიორს მეტ შესაძლებლობას აძლევს, უკეთ აითვისოს ტურიზმის სექტორის პრაქტიული უნარ-ჩვევები, არსებული სუსტი და ძლიერი მხარეები,”- აცხადებენ Discover Georgia-ში.
2014 წელს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაკვეთით ცენტრში დატრეინინგდა 15 ლექტორ-პროფესორი. 2015 წლის 20 ნოემბერს კი ,,Discover Georgia’’-ს სასწავლო ცენტრმა გაიმარჯვა „Welcome To Georgia“-ს პირველი ეროვნული დაჯილდოების ნომინაციაში – „2015 წლის ტურიზმის საუკეთესო სწავლება და განათლება”
