LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დასაქმებულთა რაოდენობა 2022 წელს მნიშვნელოვნად, 66.3 ათასით გაიზარდა – ეკონომიკის მინისტრი

122
ლევან-დავითაშვილი

ეკონომიკის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, გასული წლის მაღალი ეკონომიკური ზრდა აისახა შრომის ბაზრის პოზიტიურ ტენდენციებზე, 2022 წელს უმუშევრობის დონე წინა წელთან შედარებით შემცირდა და ისტორიულ მინიმუმს – 17.3 პროცენტს გაუტოლდა.

“ჩვენ გვესმის, რომ უმუშევრობის ისევ მაღალი დონე გვაქვს ქვეყანაში, თუმცა დადებით ტენდენციას უნდა შევხედოთ და ამ კუთხით უმუშევრობა 2022 წელს მართლაც ისტორიულ მინიმუმზე დავიდა. დასაქმებულთა რაოდენობა 2022 წელს მნიშვნელოვნად, 66.3 ათასით გაიზარდა და 1,283.7 ათასი შეადგინა. 2022 წელს დასაქმების დონე 42.9 პროცენტს გაუტოლდა, რაც წინა წელთან შედარებით 2.5 პროცენტით მეტია”, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

მინისტრის თქმით, ეს მაჩვენებლები პანდემიამდელ მაჩვენებლებსაც მნიშვნელოვნად აღემატება. მისი განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ეს ტენდენცია შენარჩუნდეს და 2023 წელსაც გაგრძელდეს.

„თუმცა, გვესმის, რომ როდესაც დასაქმებასა და უმუშევრობაზე ვსაუბრობთ, საკმაოდ რთული გამოწვევების წინაშე ვდგავართ – ჩვენი პრობლემა არის სტრუქტურული უმუშევრობა, როდესაც თანხვედრაში არ არის ხოლმე სამუშაო ძალის კვალიფიკაცია ან გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა და მოთხოვნა სამუშაო ძალაზე“, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.