LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დასავლური მედია ამტკიცებს, რომ ანა ვინტური Vogue-ის რედაქტორის თანამდებობას ტოვებს

486

დასავლურ მედიაში ამტკიცებენ, რომ საგამომცებლო სახლი Condé Nast დიდ ცვლილებებს გეგმავს. მთავარი ამბავი კი ამერიკული Vogue-ის რედაქტორის პოსტიდან 68 წლის ანა ვინტურის გათავისუფლება იქნება. ამ პოსტზე ვინტური 30 წელია მუშაობს და ის ცნობილი  მოდური გამოცემის ყველაზე გავლენიან რედაქტორად ითვლება. მედიაში გაჟონა ინფორმაციამ იმის შესახებ, რომ ვინტური თანამდებობას ივლისში, შვილის ქორწილის შემდეგ დატოვებს. ამ დრომდე Condé Nast-ის საგამომცემლო სახლს თემაზე კომენტარი არ გაუკეთებია.

მედიაში ასევე განიხილავენ ანა ვინტურის შესაძლო შემცვლელის ვინაობას. ამბობენ, რომ ეს ედუარდ ენინფულია, რომელიც ამჯერად ბრიტანულ Vogue-ს ხელმძღვანელობს.

რაც შეეხება ვინტურს, გავრცელებული ინფორმაციით, ის ბრიტანული მოდის საბჭოს უხელმძღვანელებს.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g