სუმის ოლქში რუსული ძალის საჰაერო თავდასხმის შედეგად ერთი ქალი დაშავდა. საჰაერო თავდასხმის შედეგად დაზიანდა ტაძარი და საბავშვო ბაღიც. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის პრესცენტრი „ტელეგრამზე“ ავრცელებს.
„რუსულმა ავიაციამ დაახლოებით 18:00 საათისთვის სამი უმართავი რაკეტა სუმის ოლქის ორ საზღვრისპირა დასახლებულ პუნქტში გაუშვა. თავდასხმის შედეგად დაშავდა ერთი ქალი, დაზიანდა ტაძარი, საბავშვო ბაღი, გზა და კერძო სახლი“,- ნათქვამია განცხადებაში.