დაშავებული ფრანგი მოთხილამურის გადასარჩენად სამაშველო ოპერაცია ჩატარდა. საფრანგეთის შვიდი მოქალაქე, კავკასიონის ქედზე თხილამურებით სრიალებდა, როდესაც ერთი მათგანი დაშავდა. სამაშველო ოპერაციის დაწყება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ტურისტებმა 112-ში დარეკეს და დახმარება ითხოვეს. დაშავებული საფრანგეთის მოქალაქე ღუდუშაურის კლინიკაში სპეცრეისით გადაჰყავთ.