LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოფელ ქვახვრელში სამაშველო ოპერაცია დასრულებულია – მაშველებმა ხელოვნურად შექმნილი კუნძულიდან მწყემსები და წვრილფეხა პირუტყვი გამოიყვანეს

83
Untitled design

სოფელ ქვახვრელში სამაშველო ოპერაცია დასრულებულია.

მეხანძრე-მაშველებმა ხელოვნურად შექმნილი კუნძულიდან ყველა მწყემსი, წვრილფეხა პირუტყვი და საქონელი უსაფრთხო ადგილას გამოიყვანეს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სამსახურის თანამშრომლებმა კუნძულთან დამაკავშირებელი საბაგირო გზა დილიდან მოაწყვეს და წვრილფეხა პირუტყვის გამოყვანა დაიწყეს.

სოფელ ქვახვრელთან, ხელოვნური კუნძული უხვი ნალექის გამო ადიდებულმა მტკვარმა წარმოქმნა. კუნძულზე დარჩენილი იყო ექვსი მწყემსი და დიდი ოდენობის წვრილფეხა პირუტყვი და საქონელი.

ადგილზე დროულად მოხდა მეხანძრე-მაშველების მობილიზება. შესაბამისი მცურავი საშუალებებით მოხერხდა მწყემსების უსაფრთხო ადგილას დროულად გამოყვანა, თუმცა მდინარის დინების სიჩქარის და წყლის დონის მომატების გამო, საქონლის გამოყვანა ვერ ხერხდებოდა. ორმა მწყემსმა კი კუნძულზე დარჩენა გადაწყვიტა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა მათთვის ღამის გასათევი მოაწყო.