LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაშბაშის კანიონზე 240 მეტრის შუშის ხიდი მოეწყობა – უნიკალური პროექტი იწყება

2598
dashbashi1

დაშბაშის კანიონზე 240 მეტრის სიგრძის შუშის ხიდი და ტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყობა. კანიონზე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობას კომპანია “კასს ლენდი” გეგმავს, რისთვისაც 50-60 მლნ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს.

„ვგეგმავთ უნიკალურ პროექტს. ეს იქნება შუშის ხიდი, რომელშიც მოთავსებული იქნება ბარი. ამასთან, იქნება ზიპლაინი, რესტორანი, სასტუმრო. მოეწყობა სივრცე მუსიკალური ფესტივალისთვის, სადაც 100 ათასამდე ადამიანის დასწრება იქნება შესაძლებელი. პროექტით დაინტერესებულია მსოფლიო მედია, მათ შორის CNN,“-განაცხადა „კასს ლენდის“ დამფუძნებელმა  ხანოხ კასმა.

პროექტი 2020 წლის ივლისში დასრულდება და შედეგად ტურისტების რაოდენობის დაახლოებით 1 მლნ-ით გაზრდაა მოსალოდნელი.

ინფორმაციას სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები