LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დასრულდებით კი არა, უარეს დღეში ხართ – სანამ პირში სული მიდგას, ჩემს ორ შვილს ვფიცავ, ესენი ვერასდროს მოვლენ“ – ალუდა ღუდუშაური „ნაციონალურ მოძრაობას“

226
ალუდა ღუდუშაური

„სანამ პირში სული მიდგას, ჩემს ორ შვილს ვფიცავ, ესენი ვერასდროს მოვლენ“, – ამის შესახებ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებით განაცხადა.

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დღევანდელ სხდომაზე 2006 წლის ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმე განიხილება, რა დროსაც 3 ახალგაზრდა დაიღუპა.

სხდომაზე მიწვეულია ერთ-ერთი დაღუპულის, მარად ართმელაძის მამა, მიხეილ ართმელაძე. მისი თქმით, სპეცოპერაციისას მისი შვილი და სხვა ახალგაზრდები მაშინდელი ხელისუფლების მაღალჩინოსანმა, კუდი-ს ხელმძღვანელმა, დათა ახალაიამ თავის თანამშრომლებთან ერთად მოკლა.

ალუდა ღუდუშაური სწორედ მიხეილ ართმელაძის მიერ, სხდომაზე გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა:

მიხეილ სააკაშვილი: „მე თქვენთვის საშიში ვიქნები როგორც ციხეში, ასევე მკვდარიც – საქართველოს თავისუფლების იდეას, სააკაშვილის სულს ვერ ჩაკლავთ!“

„დასრულდებით კი არა, უარეს დღეში ხართ [„ნაციონალური მოძრაობა]… ადამიანებმა სათითაოდ ხელი უნდა გააყოლონ და ნახონ, ვინ უდგას ამათ გვერდში. მკვლელს, დიახ, მკვლელს რომ გვერდში დაუდგები, დღეს რომ კიდევ რაღაცას ბედავ და იქით აბრალებ და რაღაცაზე პრეტენზია გაქვს… რა პოლიტიკის კეთებაზე ვლაპარაკობთ, მაშინ, როცა ოჯახები გაანადგურეს?!

სანამ პირში სული მიდგას, ჩემს ორ შვილს ვფიცავ, ესენი ვერასდროს მოვლენ. ჩვენ, მე პირადად გპირდებით და გეუბნებით, ყველაფერს გავაკეთებ, რომ არასდროს დაბრუნდეს ეს ყველაფერი. გინახავთ ჭირისუფალი, მამა, დედა, თქვე არაკაცებო? და როცა ამ ადამიანებს ნახავთ, შემდეგ გამოდით და თქვით, რა პოლიტიკაზეა ლაპარაკი. ბოდიშებს უნდა იხდიდეთ“. – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა და დაამატა:

„ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ეს ბოროტება არამც თუ დაბრუნდეს, არამედ იოტისოდენა ძალაუფლება არ ჰქონდეთ მაგათ“.

თინა ბოკუჩავა: ევროპა მოითხოვს მიხეილ სააკაშვილის და ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლებას, საქართველოში ახალი არჩევნების ჩატარებასა და ქვეყნის დაბრუნებას ევროინტეგრაციის გზაზე

magti 5g