LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დასრულდეს რუსული ტურიზმი!“ – უკრაინა სხვა ქვეყნებს მოუწოდებს რუსებისთვის ტურისტული სერვისები შეზღუდონ

125
FODQwK_XMAYUibi

რუსეთის მოქალაქეები უკრაინის სისხლში ჩახშობის ფონზე საზღვარგარეთ დასვენების სეზონისთვის ემზადებიან, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყება მოუწოდებს ქვეყნებს, რომ რუსებისთვის შეზღუდონ ტურისტული სერვისები.

„დასრულდეს რუსული ტურიზმი! კრემლის რუსული რეჟიმი სისხლში ახშობს უკრაინას, ამ დროს კი რუსები უმეცრულად, ჩვეულებრივ ემზადებიან საზღვარგარეთ დასვენების სეზონისთვის. ასეთი ფარისევლობა დაუშვებელი უნდა იყოს – დაუყოვნებლივ შეზღუდეთ ტურისტული სერვისები რუსებისთვის!“, – ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g