LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დათა პაპა საქართველოს ჰიმნის ფონზე დაკრძალეს

127
დათა

დათა პაპა დაკრძალეს. სოფელ ხურვალეთში, საოკუპაციო რეჟიმის სიმბოლოდ ქცეული დათა ვანიშვილის დაკრძალვა საქართველოს ჰიმნის ფონზე მოხდა.

დაკრძალვაზე მისი ნათესავების უმრავლესობამ მისვლა ვერ შეძლო. საოკუპაციო ზოლის გადაკვეთის უფლება მხოლოდ 10-მდე ნათესავს მისცეს, თუმცა, იქამდე ნათქვამი იყო, რომ საოკუპაციო რეჟიმი დათა პაპას ნათესავებისთვის გამონაკლისს დაუშვებდა.

ოჯახის ახლობლები, ხელისუფლების წარმომადგენლები, სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკოსები გარდაცვლილის მეუღლეს სამძიმარს მავთულხლართებთან უცხადებდნენ.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდგომ დაწყებული უკანონო “ბორდერიზაციის” პროცესის მიმდინარეობისას, დავით ვანიშვილის საცხოვრებელი სახლი მავთულხლართებს მიღმა, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა. დათა პაპამ სახლის დატოვებაზე უარი თქვა და მეუღლესთან და შვილიშვილთან ერთად, 12 წლის განმავლობაში, სიცოცხლის ბოლომდე, მავთულხლართების გასწვრივ, რუსული ოკუპაციის ხაზის მიღმა ცხოვრობდა.

88 წლის დავით ვანიშვილი 19 მარტს გარდაიცვალა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები