LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ხვალ, კირბალში მაიორ თამაზ გინტურის გასვენებაა.. ვისაც სურვილი აქვს, შევიკრიბოთ ველოსიპედთან და საავტომობილო კოლონით დავიძრათ კირბალის მიმართულებით“ – დავით ქაცარავა

177
Untitled design

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ მოკლულ საქართველოს მოქალაქეს, თამაზ გინტურს ხვალ, 11 ნოემბერს დაკრძალავენ.

„თამაზ გინტურის დაცხრილული მანქანა“ – დავით ქაცარავა ოკუპანტების მიერ მოკლული მოქალაქის ავტომობილის ფოტოებს აქვეყნებს

ანტისაოკუპაციო სამოქალაქო მოძრაობა „ძალა ერთობაშია“-ს ლიდერი, დავით ქაცარავა მოქალაქეებს მიმართავს, ხვალ მსურველები თბილისიდან კირბალის მიმართულებით საავტომობილო კოლონით გაემართონ:

„ხვალ, კირბალში, 13:00-ზე, მაიორ გინტურის გასვენებაა.

ვისაც სურვილი აქვს, 9:30 – 10:00-ზე შევიკრიბოთ ველოსიპედთან და ერთად, საავტომობილო კოლონით დავიძრათ კირბალის მიმართულებით.

10:30-10:45 გავჩერდეთ მცხეთის ჯვრის ქვემოთ, ავტობანზე და იქიდან გავაგრძელოთ გზა კირბალისკენ“, – წერს დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში.

 

ხვალ, კირბალში, 13.00 ზე, მაიორ გინტურის გასვენებაა.
ვისაც სურვილი აქვს – 9.30 – 10.00 შევიკრიბოთ ველოსიპედთან და…

Posted by დავით ქაცარავა on ხუთშაბათი, 09 ნოემბერი, 2023

 

ცნობისათვის, 6 ნოემბერს, სოფელ კირბალთან, საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ, ოკუპანტებმა ცეცხლსასროლი იარაღით საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს, ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

ანა ფოტიგა: „თამაზ გინტური მოკლეს, ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს.. მინდა ამ საკითხზე დებატები და რეზოლუციის მიღება მოვითხოვო“ 

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ჩადენილი მკვლელობის შესახებ დეტალურად წაიკითხავთ აქ

პოპულალურები