„ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრთან“ მსახიობები იკრიბებიან.
ისინი დავით დოიაშვილის გათავისუფლებას აპროტესტებენ.
ამის შესახებ მსახიობი და რეჟისორი დათა თავაძე სოციალურ ქსელში წერს.
„მორჩა შეფასებების დრო!!!!!
მივდივარ ახალ თეატრთან!!!!!!!!
ყველა იქ დამხვდით, ან არადა არაფერს აზრი აღარ ჰქონია!!!“ – წერს დათა თავაძე.
კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი „ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის“ ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა.
„დოი გაუშვეს და ჩვენ თეატრი აღარ გვაქვს!“ – გიგა დათიაშვილი