LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დათა თავაძე: „მოვა დრო და მშრომელი ხალხი ღირსეულ ანაზღაურებას მიიღებს! სტუდენტები ღამეებს მხოლოდ კითხვაში გაათენებენ და არა რომელიმე ვირთხა-დამსაქმებლის დახლთან!“

144
BeFunky-collage

საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების ისტორიულ გადაწყვეტილებას რეჟისორი დათა თავაძე ეხმაურება.

დათა ქართველ ხალხს მიღწეულ წარმატებას ულოცავს და ემოციურ სტატუსს აქვეყნებს.

„ეს წამია მაღაზიიდან ამოვედი, სადაც მოლარე ქალმა ჩუმად, მორიდებულად მითხრა: „გილოცავთ…“

თვალები ამიწყლიანდა, მეთქი, მეც!

ჰოდა, აი, რა იქნება:

მოვა დრო და მშრომელი ხალხი ღირსეულ ანაზღაურებას მიიღებს!

და სტუდენტები ღამეებს მხოლოდ კითხვაში გაათენებენ და არა რომელიმე ვირთხა-დამსაქმებლის დახლთან!

და ბავშვებს მერხებთან საჭმელზე ოცნების გარდა კიდევ სხვა ოცნებებიც ექნებათ!

და წამალი ფუფუნების საგანი აღარ იქნება!

და ბანკები ვეღარ გაძარცვავენ ხალხს!

მინდა მივულოცო იმ ქალს, რომ ყველაფერი კარგად იქნება, იმიტომ რომ ყველა ერთად ყველაფერს გავაკეთებთ ამისთვის, თანაც დროზე და ხმამაღლა!“ – წერს დათა თავაძე.

 

ევროპულმა საბჭომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილება მიიღო

„მადლობა ქართველ ხალხს, მადლობა უკრაინის პრეზიდენტს – ეს არ მოხდებოდა, რომ არა უკრაინელი ხალხის ბრძოლა, თავდადება და 2-წლიანი უსასტიკესი ომი“ – სალომე ზურაბიშვილი

„გილოცავთ“ – საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას კახა კალაძე და მამუკა მდინარაძე ემხმაურებიან

„გილოცავთ! ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი“ – ირაკლი ღარიბაშვილი

„ტელეფონით ვესაუბრე მაია სანდუს, ვოლოდიმირ ზელენსკის და ირაკლი ღარიბაშვილს, რათა მიმელოცა ეს ისტორიული გადაწყვეტილება“ – შარლ მიშელი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები