LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დატბორილია ქუჩები, წაქცეულია ხეები, დაზიანებულია ელექტროსადენები” – მერია მოსახლეობას მოუწოდებს გადაადგილებისგან თავი შეიკავონ

250
BeFunky-collage - 2023-08-29T212915.152

თბილისში მოსულმა ძლიერმა ნალექმა და ქარმა პრობლემები შეუქმნა დედაქალაქს, – აღნიშნულის შესახებ განცხადებას თბილისის მერია ავრცელებს.

„თბილისში მოსულმა ძლიერმა ნალექმა და ქარმა პრობლემები შეუქმნა დედაქალაქს. დატბორილია ქუჩები და მიწისქვეშა გადასასვლელები, წაქცეულია ხეები, დაზიანებულია ელექტროსადენები.

თბილისის მუნიციპალიტეტის ყველა შესაბამისი უწყება, შსს -ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან ერთად, სრულად არის მობილიზებული და დაწყებულია პრობლემების აღმოფხვრა. ადგილზე იმყოფებიან თბილისის ყველა რაიონის გამგეობების წარმომადგენლები.

მოვუწოდებთ მოსახლეობას, თავი შეიკავონ ქუჩებში გადაადგილებისგან, ხოლო საჭიროების შემთხვევაში დარეკონ მერიის ცხელ ხაზზე : 2 722222”, – ვკითხულობთ ტექსტში.

დამატებითი დეტალების გასარკვევად „ფორტუნა“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს დაუკავშირდა. ინფორმაცია მიღებისთანავე განახლდება.

ძლიერმა წვიმამ თბილისის სხვადასხვა უბნებში პრობლემები შექმნა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები