სოციალურ ქსელში, შარტავას ქუჩაზე მძიმედ დაშავებული დათი ქოქრაშვილის მორიგი ვიდეო კადრები ვრცელდება.
როგორც ვიდეოში ჩანს, დათი ეზოში სეირნობს და წვიმიანი ამინდით ტკბება და ხალისობს.
რამდენიმე დღის წინ, დათი ქოქრაშვილის მამა, ირაკლი ქოქრაშვილმა შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია გაგვიზიარა.
მისი თქმით, დათის მდგომარეობა უკეთესია.
ის მაქსიმუმ 20 წუთი ახერხებს დაჯდომას, ამიტომ მისთვის შეიქმნა ვაკუუმის სკამი.. ვარაუდობენ, რომ შემდგომ დათი უფრო დიდიხნით შეძლებს დაჯდომას..
დათი ქოქრაშვილს კლასელები ვიდეოზარით დაუკავშირდნენ: „ყველაზე გულწრფელი ემოცია…“