“მე ვერ ვხედავ კონფლიქტის დამთავრების შესაძლებლობას, თუ არ მოხდა გარიგება, დათმობა ორივე მხარეს მოუწევს,” – ასე ხედავს ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების გზას საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის მკვლევარი.
როგორც კახა გოგოლაშვილმა “ფორტუნას” გადაცემაში “დღის თემა” განაცხადა, საერთაშორისო თანამეგობრობას კონფლიქტის მოგვარება შეუძლია, თუმცა მიიჩნევს, რომ საკითხს კომპლექსური გადაწყვეტა სჭირდება.
“რუსეთი თუ გაერთიანდა, მაგალითად, დასავლეთთან ერთად და ალბათ, აზერბაიჯანს საბოლოო ჯამში, აიძულებენ შეაჩეროს სამხედრო მოქმედებები. თუმცა, მე ვერ ვხედავ კონფლიქტის დამთავრების შესაძლებლობას, თუ არ მოხდა გარიგება. პრობლემის საბოლოო მოგვარებისთვის აუცილებელია საკითხის კომპლექსური გადაწყვეტა.
პირველი, ჰუმანიტარული საკითხი – აზერბაიჯანი ლტოლვილები აუცილებლად უნდა დაბრუნდნენ თავიანთ სახლებში.
მეორე – ტერიტორიები , რომლებიც ოკუპირებულია ყარაბაღის გარშემო არასდროს ყოფილა სადავო, ამიტომ ეს ტერიტორიები უნდა დაუბრუნდეს აზერბაიჯანს უპირობოდ. ასევე, აქ უნდა დაბრუნდნენ ლტოლვილები.
ყარაბაღის სტატუსსზე კი უნდა გაიმართოს მოლაპარაკებები. თუ მთლიანად იმ ტერიტორიების ფარგლებში არა, რომელსაც აკონტროლებს სომხური მხარე, ტერიტორიების ნაწილში მაინც უნდა მოხდეს გარკვეული დათმობები აზერბაიჯანის მხრიდან, მიუხედავად იმისა, რომ ეს ძალიან მტკივნეული იქნება. სამაგიეროდ, აზერბაიჯანი მოიპოვებდა მშვიდობას სომხეთთან.
რაც შეეხება კონფლიქტის მოგვარების ნებისმიერი სხვა გზას, ვთქვათ აზერბაიჯანი თუ მოახდენდა ყარაბაღის გათავისუფლებას სომხური ძალებისგან, მაშინ მოუწევდა პრაქტიკულად, სომეხი მოსახლეობის განდევნა და ეს კონფლიქტს არ დაასრულებდა, როგორც მინიმუმ „ცივი ომის“ სახით.
სომხეთში არიან ძალები, რომლებსაც უნდათ კონფლიქტში ჩაითრიონ საქართველო და აიძულონ აირჩიოს მხარე: კახა გოგოლაშვილი
"ტროლების გამოჩენას და სხვადასხვა პროპაგანდისტულ განცხადებებს, რა თქმა უნდა, რუსეთის ხელწერა ეტყობა"
ამიტომ, საჭიროა ტერიტოიულ საკითხზე მსჯელობა. ორივე მხარეს მოუწევს დათმობა. სომხეთს ყარაბაღის იმ ნაწილის, სადაც აზერბაიჯანული მოსახლეობა ცხოვრობდა ომამდე და იქ დაბრუნება აზერბაიჯანელი ლტოლვილების. ასევე, აზერბაიჯანის სუვერენიტეტის სრული აღდგენა ამ ტერიტორიებზე.
რაც შეეხება სომეხი მოსახლეობით დასახლებულ ტერიტორიებს, მათ სტატუსსზე შეიძლება შედგეს მოლაპარაკებები. მგონია, რომ ეს ერთადერთი გამოსავალია შექმნილი სიტუაციიდან.
უკვე მე-19 დღეა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის შეიარაღებული დაპირისპირება გრძელდება. ბაქო და ერევანი ერთმანეთს ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებენ. ორივე მხარეს არის მსხვერპლი როგორც სამხედრო, ასევე სამოქალაქო პირებს შორის. საერთაშორისო თანამეგობრობა აზერბაიჯანსა და სომხეთს კვლავ მოუწოდებს ცეცხლის შეწყვეტისკენ.
არამგონია, რომ სომხეთისთვის პოლიტიკურად მომგებიანი იყოს ზიანის მიყენება საქართველოსთვის – კახა გოგოლაშვილი