რეჟისორი ქეთი დოლიძე სოციალურ ქსელში ეხმაურება კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც დავით დოიაშვილი ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლდა.
„დათო დოიაშვილის გათავისუფლება არასწორია, არასწორი“, – წერს ქეთი დოლიძე.
ცნობისთვის, კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა.
კულტურის სამინისტრო გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავს და აცხადებს, რომ სამინისტროს მხრიდან „არაერთგზის გაფრთხილების“ მიუხედავად, „ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის“ ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ „ვალდებულებას არ ასრულებდა“, ხოლო „სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო“.
შეგახსენებთ, „ვასო აბაშიძის სახელობის ახალი“ თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა რამდენიმე თვის წინ „საპროტესტო მანიფესტი“ გამოაცხადა. თეატრი, რომლის მსახიობი საპროტესტო აქციებზე დაკავებული ანდრო ჭიჭინაძეა, რამდენიმე თვეა გაფიცულია.
ამავე თემაზე:
„დოი გაუშვეს და ჩვენ თეატრი აღარ გვაქვს!“ – გიგა დათიაშვილი
„ეს არის პასუხი მანიფესტს…ქუჩაში გამოსვლაა საჭირო“ – სოფო ნიჟარაძე დავით დოიაშვილის გათავისუფლებაზე