LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დათო გომართელი იტალიაში საქართველოს საელჩოში მრჩეველად დაინიშნა

1521
25279317

მომღერალი დათო გომართელი იტალიაში საქართველოს საელჩოში კულტურული მიმართულებით მრჩევლის თანამდებობაზე დაინიშნა. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.

როგორც უწყებაში აცხადებენ, დათო გომართელი იტალიურ ენას კარგად ფლობს და კულტურის საკითხებშიც კარგად ერკვევა. ამასთან, სამინისტროში აღნიშნავენ, რომ მომღერალს მათ უწყებაში მუშაობის გამოცდილებაც აქვს.

ცნობილია, რომ დათო გომართელის მთავარი საქმიანობის სფერო ქართული კულტურის პოპულარიზაცია იქნება იტალიაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g