დათო გომართელმა საკუთარ „ფეისბუქ“-გვერდზე გამოაქვეყნა ორი ვიდეო, სადაც ასახულია ერთ-ერთი პრესტიჟული სასწავლებლის მეთორმეტეკლასელების გამოსაშვები საღამო, რომელიც კახეთის ერთ-ერთ სასტუმროში გაიმართა.
როგორც მომღერალი წერს, ამ კლასმა გამოსაშვებ საღამოზე ერთადერთ შემსრულებლად მიიწვია და ეს ეამაყება.
დათო წერს:
„გივი ზალდასტანიშვილის სახ. ამერიკული აკადემია. გამოსაშვები. კლასი – “ფილარმონია” , ასე ეძახიან თავიანთ თავს. ამ ბავშვებიდან ზოგი “კოლუმბიის უნივერსიტეტში” ჩაირიცხა, ზოგი “კემბრიჯში” და ზოგიც კიდევ სად?! მეამაყება, რომ მე ამირჩიეს ამ მნიშვნელოვან დღეს, ეს ჩვენი პირველი შეხვედრა არ არის, მაგრამ მაინც სასიხარულოა, რომ მარტო დათო გომართელი და მეტი არავინ. დიდი მადლობა ნდობისთვის. რამოდენიმე პედაგოგი და ეს ნიჭიერი თაობა. ბიჭები- გოგონები ყველა ლამაზები და მხიარულები. ქართველი ერი არ გადაშენდება…“
ვიდეოებში შეგიძლიათ ნახოთ, როგორ ერთობიან ახალგაზრდები დათო გომართელის სიმღერებზე.