LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დათო გომართელისა და „შვიდკაცას“ კონცერტი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს გაიმართება

107
გომარა მთავარზე

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 27 მაისს, გართობისა და ქართული სიმღერის მოყვარულებს შესანიშნავი საღამო გელოდებათ. ახლახან „ოტიუმმა“ დააანონსა 27 მაისის ღონისძიება, სადაც მსმენელის წინაშე დათო გომართელი და ანსამბლი „შვიდკაცა“ წარდგებიან. მათი კოლაბორაციით არაერთი კონცერტი გვინახავს, თუმცა კოლეგებსა და მეგობრებს ეს ტრადიცია უფრო მეტად საახალწლო დღეებში აქვთ, ახლა კი გადაწყვიტეს, კვლავ ერთად შეიკრიბონ ამჯერად 27 მაისის საღამოსთვის.

ღონისძიებაზე შესრულდება ძველი და ახალი სიმღერები დათო გომართელისა და „შვიდკაცას“ რეპერტუარიდან, ასევე მათი ერთობლივი ნამუშევრებიც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები