მწერალი და ტელეწამყვანი, დათო გორგილაძე სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს ეხმიანება, სადაც ჩანს, როგორ კვეთს ატირებული ბიჭუნა მარტო უკრაინა-პოლონეთის საზღვარს და წერს:
„რემედიოსის დაბადების შემდეგ, ბავშვების მიმართ რაღაც ენით უთქმელი გულჩვილობა დამჩემდა.
უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე, ეულად მიმავალი, თვალცრემლიანი ბავშვის დანახვამ წითელი ლაქა ისე გაამკვეთრა ჩემს გონებაში, რომ ბრაზიცა და უსუსურობაც ერთიანად მახრჩობს.
დაღუპული ადამიანები, დაობლებული ბავშვები, შვილმკვდარი მშობლები, დანგრეული ქალაქები რომ წამით დავივიწყოთ (მესმის, რთული დასავიწყებელია), მხოლოდ ამ ბავშვის ცრემლების გამო ვუსურვებ ვლადიმერ ვლადიმერის ძეს, ამ ბო…ს გაზრდილ არაადამიანს ყველა მტკივნეულ, ნელ და სინანულით სავსე სიკვდილს.
მინდა, რომ უკანასკნელი, რაც დასნებოვნებულ ტვინში გაუელვებს, ამ ბიჭუნაზე ფიქრი იყოს.
მერე კი იგრძნოს, რომ ჰაერი აღარ ჰყოფნის იმ მომენტშიც და კიდევ ათას წელიწადს“.
რა არის ცხოვრება ღირსების გარეშე და ღირსება ცხოვრების გარეშე: ნინო კასრაძე
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ, მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: