LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დათო გორგილაძე: „როცა ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ „ევროპა ჩვენც გვინდა, მაგრამ…“ აი, რას გულისხმობენ: მართლაც უნდათ, ოღონდ საკუთარი თავისთვისა და მათი ოჯახებისთვის. ქვეყნისთვის – არა“

203
დათო გორგილაძე

„როცა ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ „ევროპა ჩვენც გვინდა, მაგრამ…“ აი, რას გულისხმობენ: მართლაც უნდათ, ოღონდ საკუთარი თავისთვისა და მათი ოჯახებისთვის. ქვეყნისთვის – არა“, – წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი, დათო გორგილაძე და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ „ქართული ოცნების“ მიერ ხელმეორედ ინიციირებულ კანონპროექტს ეხმაურება.

დავით გოგიჩაიშვილი: „საქართველოს ევროპისკენ მიმავალი გზის ერთადერთობა, ჩემი აზრით, ყველანაირი პოლიტიკის მიღმაა. ამიტომ გამოვხატავ ახლა ჩემს აზრს – არა რუსულ კანონს“

„ასეთი ფორმულა აქვთ: თუ გინდა, რომ ევროპულ კურორტებზე დაისვენო, შენმა შვილებმა ევროპულ უნივერსიტეტებში მიიღონ განათლება, იქაური სამედიცინო მომსახურებით ისარგებლო, ევროპაში იმოგზაურო და საყიდლებით შეიქციო თავი, ამისთვის საჭიროა რომ საქართველოში გქონდეს ურყევი ძალაუფლება და განუზომელი გავლენები, რაც სტაბილურად მაღალ შემოსავალს გულისხმობს.

ეს უკანასკნელი კი ევროპულ, დემოკრატიულ გარემოში შეუძლებელია. ქვეყანა დავაშოროთ, ჩვენ დავუახლოვდეთ! – ესაა ლოზუნგი, რომელსაც გულსა და გონებაში იმეორებენ, თორემ ხაბაროვსკსა და კისლავოდსკში ტურების პერსპექტივა ნამდვილად არ ხიბლავთ. გიჟები კი არ არიან.“- წერს დათო გორგილაძე.

როცა ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ „ევროპა ჩვენც გვინდა, მაგრამ…" აი, რას გულისხმობენ: მართლაც უნდათ,…

Posted by Dato Gorgiladze on Wednesday 10 April 2024
mazda magti 5g