LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავით გოგიჩაიშვილი: „საქართველოს ევროპისკენ მიმავალი გზის ერთადერთობა, ჩემი აზრით, ყველანაირი პოლიტიკის მიღმაა. ამიტომ გამოვხატავ ახლა ჩემს აზრს – არა რუსულ კანონს“

161
დათო გოგიჩაიშვილი

„საქართველოს ევროპისკენ მიმავალი გზის ერთადერთობა, ჩემი აზრით, ყველანაირი პოლიტიკის მიღმაა. ამიტომ გამოვხატავ ახლა ჩემს აზრს – არა რუსულ კანონს,“ – ამის შესახებ ბიზნესკონსულტანტმა და მარკეტერმა, დავით გოგიჩაიშვილმა განაცხადა.

ონლაინ გამოცემა „ნეტგაზეთის“ კითხვაზე, რატომ უკეტავს ეს კანონპროექტი საქართველოს ევროკავშირის კარს, გოგიჩაიშვილმა უპასუხა:

„ყველა წარმომადგენელი ამას გვეუბნება. კანონის მუხლებში არაკომპეტენტური ვიქნები, მაგის ექსპერტი არ ვარ, მაგრამ იმის ექსპერტად კი გამოვდგები, მესმოდეს საერთო კონტექსტი.

ევროკავშირის წარმომადგენლები გვეუბნებიან, ამერიკა გვეუბნება, ჩვენი დასავლელი მეგობრები გვეუბნებიან, რომ ამ კანონის ასეთი ფორმით მიღება აფერხებს ევროკავშირისკენ მისწრაფებებს.

მდინარაძე: „ევროკავშირის ქვეყნებში მოქმედებს, გვეუბნებიან, თქვენ არ მიიღოთ ეს კანონიო – ჩვენო მეგობრებო, წარმოუდგენელი უსამართლობაა, როგორც თავის დროზე კანდიდატის სტატუსის არ მოცემა“

„რა მოუტანა ამ კანონმა რუსეთს, რა დღეში ჩააგდო ამას ხომ ვხედავთ და რაც მთავარია, იმასაც ხომ ვხედავთ, რომ ეს ერთხელ უკვე იყო. ჩემი მთავარი გაკვირვება რა არის იცით? ეს ხომ უკვე იყო.

ეს კანონი ხომ იყო ინიციირებული. ამან გამოიწვია პროტესტი და ადამიანები გამოვიდნენ ქუჩაში მარტის აქციებზე. მერე, ამ კანონის ინიციატორებმა თქვეს – ოკ, ბოდიში, უკან მიგვაქვს ეს კანონი და ჩვენს გეგმებში არ შედის ამ კანონის თავიდან ინიციირება, დამთავრდა ეს ინიციატივა ამით. ახლა არ ვიცი რა შეიცვალა. ეს არის მთავარი გამოცანა,“ – ამბობს დავით გოგიჩაიშვილი.

რა იქნება თქვენი, როგორც საქართველოს ერთი რიგითი მოქალაქის გზავნილი სხვა მოქალაქეებისა და მთავრობისადმი, ჰკითხა „ნეტგაზეთმა“ დავით გოგიჩაიშვილს.

ევროკავშირი: გამჭვირვალობა შეზღუდვის ინსტრუმენტი არ უნდა გახდეს – საქართველოს მმართველი პარტიის განცხადება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ხელახლა შემოტანასთან დაკავშირებით სერიოზულ შეშფოთებას იწვევს

„ჩემი გზავნილი დღეს იქნება იგივე, რაც იყო შარშან, მარტის აქციების დროს – გაუმარჯოს საქართველოს და გაუმარჯოს საქართველოს ევროპაში. შესაბამისად არ გაუმარჯოს არაფერს, რაც ამ გზაზე ჩვენთვის იქნება ხელის შემშლელი.

არამხოლოდ რუსული კანონი იგულისხმება აქ, არამედ საერთოდ ყველაფერი. იმიტომ, რომ ევროპისკენ… ევროპაში დაბრუნებაში, ევროკავშირში გაწევრიანებაში რაც ხელს შეგვიშლის, იმას არაფერს არ გაუმარჯოს. საქართველო ევროპისკენ მივდივართ. ამაზე ყველა ვთანხმდებით“. – განაცხადა დავით გოგიჩაიშვილმა.