LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მდინარაძე: „ევროკავშირის ქვეყნებში მოქმედებს, გვეუბნებიან, თქვენ არ მიიღოთ ეს კანონიო – ჩვენო მეგობრებო, წარმოუდგენელი უსამართლობაა, როგორც თავის დროზე კანდიდატის სტატუსის არ მოცემა“

149
მამუკა მდინარაძე

„ევროკავშირის ქვეყნებში მოქმედებს, განიხილება და გვეუბნებიან, თქვენ არ მიიღოთ ეს კანონიო. კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, წარმოუდგენელი უსამართლობაა ისევე, როგორც თავის დროზე კანდიდატის სტატუსის არ მოცემა“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, შარშანდელისგან განსხვავებით, ამჯერად ისინი [დასავლელი პარტნიორები] „რუსულ კანონს“ აღარ უწოდებენ.

„ღრმად ვართ შეშფოთებული, რომ საქართველოს ჩამოაცილებს ევროპის გზას“ – მილერი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე

მდინარაძის თქმით, „დღეს და გუშინ გარედან, ჩვენი მეგობრების მხრიდან, სამწუხაროდ, ზეწოლა მოძლიერდა, დიახ, გავუძლებთ და ჩვენს სიმართლეს ბოლომდე გავიტანთ.“

„ეს შედეგია, ამითაც კმაყოფილები ვართ. თუმცა, კრიტიკა შემაშფოთებელია, დამაზიანებელია, ევროინტეგრაციის პროცესს ხელს უშლის, ყალბია.

პაპუაშვილი: „მოლოტოვის კოქტეილი“ საქართველოს ისტორიაში ხალხს პირველად ესროლეს – კითხვები უნდა დაუსვან NED-ს და მოიკითხონ, რატომ მიედინება უცხო ქვეყანაში ამერიკელების ფული „მოლოტოვის კოქტეილის“ იდეის პოპულარიზაციისკენ“

უნდა გავბედოთ ამის თქმა, რადგან გვაიძულებენ არ მივიღოთ იგივე კანონი, რაც თავად ევროკავშირმა დააინიცირა. ევროკავშირის ქვეყნებში მოქმედებს, განიხილება და გვეუბნებიან, თქვენ არ მიიღოთ ეს კანონიო. კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, წარმოუდგენელი უსამართლობაა ისევე, როგორც თავის დროზე კანდიდატის სტატუსის არ მოცემა.

ჩვენო მეგობრებო, წარმოუდგენელი უსამართლობაა, თქვენთან იღებდეთ, აინიცირებდეთ და ჩვენ თითის ქნევით გვეუბნებოდეთ, რომ ეს არ გავბედოთ. ამ უსამართლობას ქართველი ხალხი არ შეეგუება. კონკრეტულ ძალებს თუ უნდათ, ფულით მართონ საქართველო, ასე არ იქნება, საქართველო სუვერენული, შემდგარი სახელმწიფოა და მას მართავს მხოლოდ და მხოლოდ ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება.

ასევე ნახეთ

განცხადებაში ნათქვამია, რომ გამჭვირვალობა სამოქალაქო საზოგადოების თავისუფალი მოქმედების შესაძლებლობის შეზღუდვის ინსტრუმენტად არ უნდა იქნას გამოყენებული.

ეს ყველაფერი ღირებულებით ბრძოლაში გადადის. მეგობრებს მოვუწოდებ, ნუ გააკეთებენ ისეთ განცხადებებს, რომლებიც ძალიან ცუდ რაღაცაში ამხელს კონკრეტულ ადამიანებს, თუ პირთა ჯგუფებს.

ერთი მხრივ, თავისთან რა კანონებსაც აინიცირებენ, იმ კანონს საქართველოში ვიღაცამ ეძახოს რუსული. ძალიან კარგია, რომ რუსულს აღარ ეძახიან, მაგრამ კრიტიკაც უსამართლოა“. – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ხუნდაძე: „გარე ძალები აყენებენ პირობას, რომ თუ საქართველო ამ კანონს მიიღებს, ევროკავშირში ვერ შევა – დაფინანსების თაობაზე ცოდნა საზოგადოებისთვის საჭიროა, რადგან „მოლოტოვის კოქტეილების“ სროლის მოწოდების დაფინანსება გარედან ხდება“

პოპულარულები