კულტურის პალატის ხელმძღვანელმა, დათო ოქიტაშვილმა კიდევ ერთხელ გამოხატა საკუთარი პოზიცია უკრაინაში რუსული აგრესიის ფონზე, კრემლის ღონისძიებაში რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერლების მონაწილეობის შესახებ რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ ინფორმაციაზე.
დათო ოქიტაშვილმა “რუსთავი 2”-ის გადაცემაში “ღამის პრაიმ-თაიმი” თქვა, რომ მისთვის ეს ამბავი იმდენად მიუღებელია, რომ მსგავსი რამ ვერც დაიჯერა.
თამარ გვერდწითელი კრემლში გამართულ კონცერტზე არ იმღერებს
“ვის უმღერით – კრემლის დარბაზში დედებს, რომლებიც იცინიან იმ დროს, როცა უკრაინაში დედები შვილებს ტირიან ?!
ვერ ვლაპარაკობ, ჩემთვის ეს იმდენად მიუღებელია, ვერც დავიჯერე, როდესაც ეს გავიგე. ჩემდა საუბედუროდ, არიან ადამიანები, ვინც ამას ამართლებს. იცით, ვინ? ძალიან ბევრ ჭკუას რომ გვარიგებენ და გვიხსნიან, რომ რუსეთი ოკუპანტია. გასაგებია, რომ რუსეთი ოკუპანტია, მაგრამ როგორ შეიძლება გაამართლო ადამიანი, რომელიც უკრაინაში დაღუპული ბიჭების გვამებზე დადიან ფეხით და მღერიან?!”, – თქვა დათო ოქიტაშვილმა.