LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დათო ოქიტაშვილი: “უკრაინაში როცა დედები, ბავშვები და მშვიდობიანი მოსახლეობა იღუპება, შენ “ბედნიერ “დედებს კრემლში არ უნდა უმღერო…ამას გამართლება არ აქვს”

2137
სგგ

გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ 6 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღისთვის მიძღვნილ კონცერტზე, კრემლის სახელმწიფო სასახლეში კონცერტი გაიმართება, რომელშიც წარმოშობით ქართული წარმოშობის მომღერლებიც მიიღებენ მონაწილეობას. როგორც აფიშიდან იყო ცნობილი, რუსული ესტრადის სხვა  წარმომადგენლებთან ერთად ამ კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ: თამარა გვერდწითელი, სოსო პავლიაშვილი, A’Studio (სოლისტი ქეთა თოფურია).

ნატო დუმბაძე: „შეგნებულად არ ვწერდი, მინდა გაგიცრუოთ იმედები… ქეთა ამ კონცერტზე პირადი პრობლემების გამო არ იღებს მონაწილეობას!“

სამოქალაქო მოძრაობა “სირცხვილიამ” რუსეთში დაგეგმილ კონცერტში წარმოშობით ქართველი მომღერლის, თამარ გვერდწითელის მონაწილეობა მისი ვარსკვლავის უკრაინის დროშის ფერებით გადაღებვით გააპროტესტა. ორგანიზაციის წევრები არ მალავენ, რომ ვარსკვლავი თბილისში, ფილარმონიის საკონცერტო დარბაზის წინ მათ გადაღებეს.

კულტურის პალატის ხელმძღვანელი, დათო ოქიტაშვილი სამოქალაქო მოძრაობის პროტესტის ამ ფორმას იზიარებს და მიიჩნევს, რომ უკრაინაში რუსული აგრესიის ფონზე, მსგავს ღონისძიებაში მონაწილეობის მიღებას გამართლება არ აქვს.

“დღეს, როდესაც ოკუპანტი ბომბავს უკრაინას და იქ იღუპება მშვიდობიანი მოსახლეობა, შენ გაცინებულ, გაღიმებულ, ბედნიერ დედებს უმღერი? კრემლის დარბაზში? და იმ დედებს რას ეუბნები, რომლებიც იქ დაიღუპნენ. ეს არის ყოვლად ამაზრზენი. მე ეს არ მიხარია.

იმიტომ, რომ ისინი ქართველები არიან. იქნებ გონს მოეგონონ და უარი თქვან ამ კონცერტში მონაწილეობაზე.

ეს არის ყოვლად გაუმართლებელი, ამას გამართლება არ აქვს, რადგან პოზიციაც, ოპოზიციაც ყველა ვთანხმდებით, რომ რასაც ოკუპანტი აკეთებს დღეს უკრაინაში უკრაინელი ხალხის მიმართ, ყოვლად მიუღებელია.

მე ვამართლებ იმას, რაც “სირცხვილიამ” გააკეთა მის ვარსკვლავთან დაკავშირებით. მათ მას უთხრეს, რომ სირცხვილია, იქნებ უარი თქვათ კონცერტში მონაწილეობაზე”, – თქვა დათო ოქიტაშვილმა “ფორმულასთან”.

 

 

magti 5g