LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დათომ მითხრა, უნდა იამაყოო, ამაყიც ვარ, ბედნიერიც და მადლიერიც… თქვენთან ერთად გატარებული დღეები იყო ნამდვილად თვითმყოფადი, არსად გატარებულ დღეს არ ჰგავდა“ – ნათია დევდარიანის ემოციური სტატუსი და სვანეთში მოგზაურობის შთაბეჭდილებები

333
ნათია დევდარიანი

მომღერალი წყვილი, დათო ლონდარიძე და ნათია დევდარიანი საქართველოს ერთ-ერთ ულამაზეს მხარეს, სვანეთს სტუმრობდა.

სვანეთში მოგზაურობის დროს განცდილ ემოციებს ნათია დევდარიანი სოციალური ქსელის გამომწერებს ემოციური სტატუსით უზიარებს და ამასთან, სვანეთის ხედებით, შთამბეჭდავ ფოტოებს აქვეყნებს:

„ამაყიც ვარ, ბედნიერიც და მადლიერიც. ღმერთო, ეს რა უნაკლო სამშობლო გვარგუნე. მადლობა ჩვენ გვერდით მყოფ თითოეულ ძვირფას ადამიანს, თქვენთან ერთად გატარებული დღეები იყო ნამდვილად თვითმყოფადი, არსად გატარებულ დღეს არ ჰგავდა.

სვანეთიც ზუსტად ასეთია, არაფერს არ ჰგავს, თავისთავადია, თავისუფალი, მისტიკური, თბილი, უსაზღვრო და ამოუწურავი.

ემოციები და შთაბეჭდილებები უამრავია, აქ ვერ დავტევ. ერთს გაგიზიარებთ, დათომ მითხრა, უნდა იამაყო, სვანი რომ ხარო. ნამდვილად ვამაყობ და მადლობა ჩემს მშობლებს, რომ რაჭა და სვანეთი გვაქვს. მადლობა ჩემს ერთადერთ და განუმეორებელ ჩემს დადას იმისთვის, რომ ერთად ვიზიარებთ ყველა დაუვიწყარ და შეუდარებელ მომენტებს“, – წერს ნათია დევდარიანი სოციალურ ქსელში.

„უსაყვარლესი და უნიჭიერესი წყვილი“ – ნათია დევდარიანის და დათო ლონდარიძის შესანიშნავი დუეტი

🏰ამაყიც ვარ ბედნიერიც და მადლიერიც🙏♥️🏔️ღმერთო ეს რა უნაკლო სამშობლო გვარგუნე ☀️მადლობა ჩვენს გვერდით მყოფ თითოეულ…

Posted by Natia Devdariani on კვირა, 04 აგვისტო, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g