LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დათოვლილი სცენა, ლამაზი კაბები და საყვარელი მამაკაცი გვერდით – გვენ სტეფანის ჯადოსნური საახალწლო კონცერტი

507
gwenstefani

გვენ სტეფანი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე ახალ საკონცერტო ნომრებს გვიზიარებს, რომელიც მართლაც ჯადოსნურია. ცოცხალი კონცერტი ღია ცის ქვეშაა გადაღებული. თოვლიანი მთები გარშემო, დათოვილი სცენა და ცოცხალი ბენდი მართლაც ჯადოსნურ განწყობას ქმნის. მუსიკოსი სპეციალურად მოწყობილ სცენაზე ყველასთვის საყვარელ სიმღერებს ასრულებს, მათ შორის დუეტს მეუღლესთან, ბლეიკ შელტონთან.

წითელ კაბაში გამოწყობილი გვენ სტეფანი Last Christmas-ს მღერის, ხოლო მეუღლესთან ერთად პოპულარულ ჰიტს, You Make Me feel Like Christmas ვერცხლისფერ, მბზინავ კაბაში ასრულებს.

52 წლის გვენ სტეფანი „სანტას კაბით“ საახალწლო შოუს ჩაწერაზე

„ვერა ვონგის“ საქორწინო კაბა, კოვბოის ჩექმა და პირველი ცეკვა – გვენ სტეფანისა და ბლეიკ შელტონის პომპეზური ქორწილის ფოტოები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები