LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვერა ვონგის“ საქორწინო კაბა, კოვბოის ჩექმა და პირველი ცეკვა – გვენ სტეფანისა და ბლეიკ შელტონის პომპეზური ქორწილის ფოტოები

351
page

რამდენიმე დღის წინ, 6 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ,  51 წლის გვენ სტეფანი და 44 წლის ქანთრი მომღერალი, ბლეიკ შელტონი დაქორწინდნენ. საქორწინო ცერემონიალი გვენის, ოკლაჰომაში მდებარე რანჩოში გაიმართა, მათ ჯვარი ბლეიკის მამულების შორიახლოს მდებარე ეკლესიაში დაიწერეს.

ფოტო: გვენ სტეფანიმ 9 კარატიანი ბრილიანტის ნიშნობის ბეჭედი გამოაჩინა

მრგვალი ბრილიანტის თვალი პლატინის გვირგვინშია ჩასმული, მისი ღირებულება 500 000 დოლარს შეადგენს

სულ ცოტა ხნის წინ კი ინტერნეტსივრცეში ვარსკვლავური წყვილის პომპეზური ქორწილის ამსახველი ფოტოები გავრცელდა. გვენს „ვერა ვონგის“ თეთრი კაბა ამშვენებდა, რომელსაც კოვბოის ჩექმები შეუხამა, სტეფანის ვუალზე შვილების ინიციალები ჰქონდა ამოქარგული, შელტონს კი თეთრი პერანგი და და შავი ჟილეტი ეცვა.

 

View this post on Instagram

 

A post shared by Gwen Stefani (@gwenstefani)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები