მუსიკოსი გვენ სტეფანი „დისნეის“ საახალწლო შოუს ჩაწერაზე გამოჩნდა. ფოტოგრაფებმა მომღერალი კულისებში გადაიღეს. სტეფანი ბრწყინავდა „სანტას“ ულამაზეს კაბაში. წითელი მბზინავი კაბა გვენს კოპლებიან ქამართან და ხელთათმანთან ჰქონდა შეხამებული. ანსამბლს ასრულებდა მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი და სამკაული, რომელიც კაბის ფერში იყო გადაწყვეტილი.
ცნობილი კაბა კლიპიდან Don’t Speak – გვენ სტეფანი „ტიკ ტოკზე“ 25 წლის წინანდელ კაბაში გამოჩნდა
როგორც ჩანს, გვენ სტეფანი საახალწლო შოუზე რამდენიმე კოსტიუმს მოირგებს. ინტერნეტში უკვე გამოჩნდა გვენის სხვადასხვა ფოტოები სცენიდან და კულისებიდან.