LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დათრგუნული ვარ ადამიანურად ისეთი რაღაც მოხდა“- გოგიჩაიშვილი მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერებაზე

1340
gogiCa

“დათრგუნული ვარ ადამიანურად ისეთი რაღაც მოხდა, არ შეიძლება ამის გაკეთება”-ამის შესახებ განცხადება, ლევან გოგიჩაიშვილმა სესიაზე მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით გააკეთა.მისი თქმით, დღეს ხელისუფლება პარლამენტის ინსტიტუცია გაანადგურა.

„ძალიან არასწორი რამ მოხდა. ადამიანს სიტყვები არ გეყოფა. ესეთი რაღაცეები არ შეიძლება. ყველაფერს, რომ თავი დავანებოთ, გადაურბინა დღეს ხელისუფლებამ პარლამენტის ინსტიტუციას თავზე. მეც ამ ფარატინა ფურცლის გამო ვარ ციხეში წასული ხო, ეს არ დამთავრდა ამ ქვეყანაში, ეს რაღაც უბედურება და სისტემაზე მორგებული რაღაც. მე ვფიქრობ რომ ეს არის კრიზისი პოლიტიკური დეფიციტი არის. არასწორი გადაწყვეტილება არის. არ უნდა დაემსგავსო შენზე უარესს,“-განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობა” კი აცხადებს, რომ პარლამენტმა დღევანდელი გადაწყვეტილებით ლეგიტიმაცია დაკარგა.

„ამ პარლამენტმა ლეგიტიმაცია დაკარგა, სხვა სიტყვებით ვერ შევაფასებ. ოლიგარქის მონებმა, გავრილოვის სიაში მყოფმა ადამიანებმა დღეს საკუთარ კოლეგას მოუხსნეს იმუნიტეტი. იმის ნაცვლად, რომ გახარია მიეცეს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში, ასე სამარცხვინოდ მოიქცა პარლამენტი.რეალურად ამის არავის ეშინია, ამ ზეწოლაში ვართ შვიდი წელია. ნიკა უაღრესად ღირსეული ადამიანია, მე ამაყი ვარ, რომ ის ჩემი მეგობარი და ჩვენი გუნდის ღირსეული წევრია, გამორჩეული ლიდერია.

ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას, ისე როგორც ამ შვიდი წლის მანძილზე. პირველ რიგში მივაღწევთ იმას, რომ ეს ქვეყანა გათავისუფლდება დიქტატურისგან, რომელიც რამდენიმე წუთის წინ გაფორმდა“, – განაცხადა პარტიის წევრმა ხატია დეკანოიძემ.

ევროპული საქართველოს წევრი ეელენე ხოშტარია კი  საბჭოთა სახალხო კრებას უწოდებს დღეს პარლამენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

„ იმის მიუხედავად, ვინ როგორ უყურებს ნიკა მელიას იმ დღის განცხადებას, ვინ როგორ თვლის –  სწორი იყო, არასწორი იყო, გამოსაძიებელი იყო, არ იყო, ჩვენ დღეს მთელი დღის განმავლობაში ვუყურეთ რაღაცას, რომელსაც კავშირი არ აქვს არც სამართალთან, არც პოლიტიკასთან და  არც არაფერთან. ეს იყო საბჭოთა სახალხო შურისძიების კრება, რომელიც არის სამარცხვინო ფურცელი ჩვენს ისტორიაში,“ – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

მელია: შევალ ივანიშვილის ციხეში და გამოვალ თავისუფალ საქართველოში

"ვერ ვიფიქრებდი, რომ ცხოვრებაში შეიძლებოდა ასე ამაყად მეგრძნო თავი"

ნიკა მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის შეჩერების საკითხს მხარი 91 -მა დეპუტატმა დაუჭირა. სესიას არ ესწრებოდნენ ენმ -ს და ევროპული საქართველოს წევრები.

ნიკა მელიასთვის პროკურატურა ბრალის წაყენებას 20 ივნისის ღამეს მომხდარი ინციდენტის ფარგლებში, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით აპირებს. ბრალდება 6-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

magti 5g